ირაკლი კობახიძე - ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყება, სწორედ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი

„ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუკზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად, საინტერესო ეტაპი დაიწყო. განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და, რაც მთავარია, ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა.
ამ გზაზე მომავალი თაობის მთავარი თანამგზავრები არიან მასწავლებლები და პროფესორები. მადლობას ვუხდი მათ დაუღალავი შრომისთვის. მადლობა მშობლებსა და ოჯახებს, რომელთა მხარდაჭერა და თანადგომა უდიდესი ძალაა შვილებისთვის. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე, სწორედ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი. ამიტომ, განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საინტერესო და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს გისურვებთ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
1757880352
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: 64 მუნიციპალიტეტში, ჩვენი მერობის კანდიდატები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას, ამ დროს ოპოზიციას 27 მუნიციპალიტეტში არ ჰყავს წარმოდგენილი მერობის კანდიდატები და სადაც ჰყავს, იქაც არ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია
პოლიტიკური პარტიის უმთავრესი ამოცანა გახლავთ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, იყოს წარმოდგენილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაშ...
1757877985
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით
ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით, - განაცხადა გ...
1757875613
საზოგადოებაირაკლი ხელაძე: აქედან წასული ყოფილი მაღალჩინოსნები პირდაპირ დაინტერესებულები არიან, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ჯგუფებს დესტაბილიზაციის მოწყობაში, დღეს სახელმწიფო სამსახურები არიან ძალიან ეფექტიანი, გამართული, ძლიერი
„რა თქმა უნდა, აქედან წასული ყოფილი მაღალჩინოსნები პირდაპირ დაინტერესებულები არიან, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ჯგუფებს დესტაბილიზაციის მოწყობაში, რევოლუციური სცენარების განვითარებაში, მაგრამ ყველამ ი...
1757873999
საზოგადოებაელენე ხოშტარიას მიერ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე...
1757873124
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ცდილობს, პროვოკაციებით მიიქციოს ყურადღება, აამღვრიოს ვითარება ქვეყანაში, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ, მიზერამდეა დასული საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერისა და ნდობის ხარისხი
ცდილობენ, პროვოკაციებით მიიქციონ ყურადღება, აამღვრიონ ვითარება ქვეყანაში, თუმცა ამასაც ვერ მიაღწევენ იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმ...