გიორგი გაბუნია: ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით

 ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

„უპირველეს ყოვლისა, სანამ კითხვაზე გადავიდოდე, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს, ხვალ იწყება სასწავლო წელი. განსაკუთრებით პირველ კლასელებს მინდა მივულოცო. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ცხოვრების ახალი ეტაპია. მინდა ვუსურვო ბედნიერ, ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრება.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის განათლებული ახალგაზრდობა. ძალიან გვჭირდება ჩვენ განათლებული ახალგაზრდები, ვინაიდან განათლებულ საზოგადოებაში არასდროს არის ადგილი არც ექსტრემიზმის, არც რადიკალიზმის და არც სიძულვილის, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავცეთ პასუხი განათლებით და ასევე, აღზრდით. აღზრდა კიდევ აბსოლუტურად სხვა მოვლენაა. აღზრდა ოჯახის საქმეა“, - აღნიშნა მან.

გიორგი გაბუნიამ ყურადღება ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ მიღებულ კანონზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს კანონი დასავლელ პარტნიორებს არ მოსწონთ.

„რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, თქვენ საუბრობდით სტუდენტებთან დაკავშირებულ საკითხზე და ვინაიდან ჩვენ სწავლას და განათლებას ვეხებით, მოგეხსენებათ, განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი, დარგი. მას სჭირდება განვითარება და ასევე სჭირდება დაცვაც, ვინაიდან ის უცხოელი სპეცსამსახურების ინტერესის სფეროში ყოველთვის იყო.

ყოველთვის იყო მცდელობები იმის, რომ სტუდენტებთან მომხდარიყო მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი რეპორტაჟი იყო და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს ტელეკომპანიას, რომ წამოსწია ეს საკითხი და გააკეთა რეპორტაჟი. ეს საქმე თვითონ, სტუდენტებთან მუშაობის, არახალია. ძალიან დიდი ხნის წინ დანერგილი სისტემაა“, - აღნიშნა მან. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757872858

საზოგადოება

პრემიერი: არჩევნების დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება

 მე თავიდანვე აღვნიშნე ჩემს განცხადებაში, რომ ეუთო/ოდირისთვის ეს დაკვირვება იქნებოდა სერიოზული გამოწვევა, საპარლამენტო არჩევნების დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და...

ირაკლი კობახიძე

1757869376

საზოგადოება

გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ წარადგინეს - „დარწმუნებული ვარ, ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ გამიჭირდება“

 „ვილიარეალმა“ ახალწვეულები წარადგინა, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიორგი მიქაუტაძეც იყო. ესპანურმა კლუბმა ოთხი ახალწვეული ოფიციალურად წარადგინა – ტანი ოლუვასეი​, არნაუტენასი, მანორ სოლომონი და გიორგი მი...

გიორგი მიქაუტაძე

1757867571

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ლანსთან“ შეხვედრაში დაშავდა

 ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლიგა 1-ის შეხვედრაში „ლანსთან“, თუმცა ნაადრევად შეცვალეს. საქართველოს ნაკრების ლიდერი 13 აგვისტოს გამართული ევროპის სუპერთასის შემდეგ...

ხვიჩა კვარაცხელია

1757865935

საზოგადოება

კახა კალაძე: როდესაც არჩევნებში პირველად ვმონაწილეობდი, მჭირდებოდა თბილისელებისთვის მტკიცება, რომ საქმის კეთება შემიძლია. დღეს კი, თავაწეული მივდივარ ხალხთან, რადგან ზურგს მიმაგრებს ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები

 მეამაყება, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, რომ ვარ თითოეული თქვენგანის თანამებრძოლი, რომ ერთად ვიცავთ საქართველოს ინტერესს და ვაკეთებთ ქართულ საქმეს. ჩვენ ერთად ძალიან დიდი ძალა ვართ, - განა...

კახა კალაძე

1757864263

საზოგადოება

კახა კალაძე: ქართველობა მეამაყებოდა მაშინ, როდესაც ევროპაში ვცხოვრობდი და მეამაყება დღეს, როდესაც ამ ქვეყნის განვითარებაში მმართველ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ

 „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო სამომავლო გეგმები. დედაქ...

კახა კალაძე