ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ელდარ შენგელაიას სახით ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს.

ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.

როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754292882

საზოგადოება

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. „საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს გა...

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა

1754292663

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგე...

შალვა პაპუაშვილი

1754292615

საზოგადოება

თეა წულუკიანი: კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და სხვა პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით

ჩვენი დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების ამ ოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს დასკვნა, პირველ რიგში მნიშვნელოვა...

თეა წულუკიანი

1754292313

საზოგადოება

კახა კალაძე: ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ

ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც კახა კალაძე აღნიშნ...

კახა კალაძე

1754290349

საზოგადოება

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები: ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და მის ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორე...

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები