ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება - პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში
ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
„დაახლოებით 2 წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რასაც უკვე ჰქონდა კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის.
ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მის განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე. ყველა სფეროში ჩინეთი არის უაღრესად წარმატებული, რაც არის ჩინეთის ხელისუფლების, ჩინეთის პრეზიდენტის, ბატონი სი ძინპინის ბრძნული პოლიტიკის შედეგი.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. მოხარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეკონომიკური პარტნიორობა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობას.
პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისი ძალისხმევითაც თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.
შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხე სიაოცუენმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
1784144607
მსოფლიოილონ მასკი მარინ ლე პენს 2027 წლის არჩევნებში „საფრანგეთის უკანასკნელი იმედს“ უწოდებს
მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარინ ლე პენი 2027 წლის არჩევნებში „საფრანგეთის უკანასკნელი იმედია“. „ის საფრანგეთის უკანასკნელი იმედია“, - დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში. ილონ მასკმა გააზიარა...
1784142517
მსოფლიოევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - Reuters
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. დიპლომატმა დას...
1784141482
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველო უფლის კვართისა და ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის მცველი ქვეყანაა, ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ჩვენს ერს ერგო და ამავე დროს, ეს არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოც პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, სიწმინდეების, ქრისტიანული რწმენის...
1784140237
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მერცის განცხადებაზე: ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას, „ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩ...
1784139694
ახალი ამბებიშიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში
„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...



























