ირაკლი კობახიძე: ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი

ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არ არის დისკრედიტაცია.

„რაც შეეხება თავად კანონის შეფასებას, თავის დროზე აბსოლუტურად ყალბი განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს დასავლეთიდან არაფერი ცუდი არ შეიძლება, რომ წამოვიდეს დაფინანსების სახით. ამ დროს, თავად დასავლეთმა აღიარა, რომ USAID, NED, EED და სხვა ფონდები, გამოიყენებოდა რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ტრამპის ადმინისტრაციამ თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციებისთვის გამოიყენებოდა, ამის შემდეგ გახსოვთ, ილიონ მასკმა გაავრცელა ვიდეო, სადაც საქართველოს მაგალითიც იყო მოყვანილი ამ კონტექსტში, რომ USAID და NED ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას.

ისედაც ხომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში გვქონდა რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში, ამაში პირდაპირ იყო ჩართული USAID, NED, ამერიკის ყოფილი ელჩი შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747830698

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ

სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე "ზონდერების" გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბება...

ზურაბ ქადაგიძე

1747829177

ახალი ამბები

სადგურის მოედანზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული საქონლის ფასეულობები ჩამოეწერათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი...

ხანძარი ვაგზალზე

1747827930

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია გა...

მოსწავლეები საკლასო ოთახში

1747826918

ახალი ამბები

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, თბილისის მერიამ სუბიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისი...

კახა კალაძე

1747825527

საზოგადოება

საქსტატი - 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 9.2 პროცენტით მეტი ტვირთი გადაამუშავეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4511 გემი, რომელთა 50.1 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გად...

საქსტატი