ირაკლი მეზურნიშვილი სერბეთში ვიზიტზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მალე დაინიშნება პირდაპირი ფრენები ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სერბეთში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ როგორც კოლეგებს, ასევე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. მხარეებმა საგარეო კურსსა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
„შევხვდით ჩვენს კოლეგებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე განათლების სფეროში. ასევე ინტენსიური შეხვედრები იყო ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ გავზარდოთ ბრუნვა ერთმანეთში, ვაჭრობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მალე დაინიშნება პირდაპირი ფრენები ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. ჩვენ გავცვალეთ სიტუაცია, თუ რა ხდება და როგორი მდგომარეობაა საქართველოში. ასევე, სერბეთში“, - განუცხადა „ქრონიკას“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
1743268728
ახალი ამბებიილია მეორე ალბანეთის მთავარეპისკოპოსს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს. „საქართველოს მართლმადიდებელი ე...
1743267935
სპორტისანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ქართველი სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გერმანელ მატიას სზაბოსთან 12:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების კიდევ ე...
1743267045
ახალი ამბებიმაჭავარიანი: იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!
„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღ...
1743266874
სპორტი„იყო მძიმე ტრავმის საფრთხე, მაგრამ „პალერმოსთან“ თამაშისთვის მზადაა“ - „სალერნიტანას“ მწვრთნელი ლოჩოშვილზე
ულ ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „სალერნიტანას“ „პალერმოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება. ქართველმა მცველმა დაზიანების გამო მოედანი სომხეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვა, რის გამოც საპასუ...
1743264929
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ახალგაზრდებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალყური პარლამენტში მიმდინარე პროცესს, რადგან რაც შეიძლება ნაკლები ახალგაზრდა მოექცეს იმ ბინძური აღქმების ქვეშ, რომელსაც უსამშობლო აგენტურა გვთავაზობს
ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს - როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე...