თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც.
ჩერგოლეიშვილის თქმით, მან პირისპირ შეხვედრისას აუხსნა თარგამაძეს, რომ ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობისთვის საინფორმაციო მხარდაჭერა არ გაეკეთებინა, თუმცა, ამის მიუხედავად, მისივე თქმით, შედეგად მივიღეთ 70-მდე პატიმარი და 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი.
„4 ოქტომბერზე ხომ უსმენთ, რა დიმპიტაურსაც აწყობენ საკონსტიტუციოში? აი, ამ დიმპიტაურს ჩვენ ვხედავდით 2025 წლის ზაფხულიდან - როცა ეს სიგიჟე გავიგეთ და მერე ბაჩო ახალაიას ცოლის კედელი დავათვალიერე და ვნახე, რომ მოლოცვებს იღებს ახალაიას პოლიტიკაში დაბრუნების გამო! ვხედავდით არა იმიტომ, რომ ნათელმხილველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესი გვესმის - ვიმუშავეთ, ცოდნა შევიძინეთ. უფრო მეტი - წავედი, გიორგი თარგამაძეს შევხვდი პირისპირ და ავუხსენი, რაღაც სრულიად გიჟური და უპასუხისმგებლო ისტერიკა ატეხეს, მოლოდინებს ქმნიან, რომელიც არაფერს ეფუძნება, გარდა სურვილებისა და საინფორმაციო მხარდაჭერა ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობას არ გაუკეთო მეთქი. არც გამილანძღია, არც მიჩხუბია - უბრალოდ ავუხსენი, რაც ხდება, რატომაც ხდება და პასუხისმგებლიანი და გონივრული მიდგომა ვთხოვე არა ჩემთვის, არამედ იმ ხალხის ინტერესებისთვის, რომელიც შეიძლება გაბრიყვებულიყო. მომისმინა და რა წუთშიც 540 ათასი ლარი აიღო „ნაცმოძრაობიდან“, არა მხოლოდ მე, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც კი ფაქტობრივად ეთერებიდან დაბლოკა. შედეგი? 70-მდე პატიმარი, 30-ზე მეტი აღიარებული ბრალი, რომელსაც დღეს ბიძინას ცირკი საფუძვლად იყენებს პარტიების ასაკრძალად. უწესობა დამღუპველია - მით უმეტეს ოპოზიციაში. უწესობის ფუფუნება ოპოზიციას არ გააჩნია“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
1794575331
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5934 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5935 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1794575020
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცი...
1794574090
ახალი ამბებიRAF-ის ოფიციალური განცხადება – „მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა“
ორგანიზაცია RAF-მა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონსტაინმა დაადასტ...
1794572224
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ევროკავშირ-საქართველოს შორის დაძაბულობა ბრიუსელმა შექმნა, მაგრამ ამაზე ყველას ერთნაირი პოზიცია არ აქვს, გამოჩნდა, რომ საქართველო წინა პლანზეა, როცა შუა დერეფნის სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ
ევროკავშირ-საქართველოს შორის დაძაბულობა და პრობლემები ბრიუსელმა შექმნა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამასთან დაკავშირებით ყველას ერთნაირი პოზიცია არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გ...
1794571075
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - დღეს 121 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადავცემთ
„ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 121 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ღონისძი...





























