ირაკლი რუხაძე განცხადებას ავრცელებს

 ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ირაკლი რუხაძე განცხადებას ავრცელებს.

„ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მე ყოფილი პარტნიორების თანხა მივითვისე, შედეგად კი, ინგლისურმა სასამართლომ ბრალი დამდო „თაღლითობაში“. მან ასევე მიანიშნა, თითქოს მე სასამართლოს მიერ დაკისრებული საურავი არ გადამიხდია. ბატონმა ხაზარაძემ გააკეთა ეს განცხადება, რათა ეჭვქვეშ დააყენოს ტელეკომპანია „იმედის“ მორალური უფლება, დაუსვას მას კითხვები 15 წლის წინათ მომხდარი მოვლენების შესახებ.

ბატონი ხაზარაძის განცხადება ფაქტობრივად არასწორი და მცდარია. ბატონ ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს და თავი არც კი შეუწუხებია, რომ განცხადების გაკეთებამდე, რეალური ფაქტები გადაემოწმებინა.

ინგლისურ სასამართლოში არსებული საქმე ეხება 2011 წელს მომხდარ ნდობითი მოვალეობის ტექნიკურ დარღვევას. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მე და ჩემს პარტნიორებს გვქონდა ნდობითი მოვალეობა მოსარჩელე კომპანიის მიმართ, რომელიც ცდილობდა ბიზნესშესაძლებლობის განხორციელებას (მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნეს-შესაძლებლობა არსებობდა იდეის დონეზე და კონტრაქტი მესამე მხარესთან არ იყო დადებული).

აღსანიშნავია, რომ 9 წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესისას, არ არსებობს სასამართლოს მიერ გაკეთებული არც ერთი მინიშნება ჩემი ან ჰანიველ პარტნერსის მიერ ჩადენილ თაღლითობაზე ან არაკეთილსინდისიერ ქცევაზე. მეტიც, ინგლისის სააპელაციო სასამართლომ, თავისი განჩინების 125-ე მუხლში დაადგინა “…რომ სასამართლოს არ დაუდგენია არაკეთილსინდისიერი ქცევა მოპასუხეთა მხრიდან” (”…that there was no finding of dishonesty on the part of the defendants”). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ “მოპასუხეებს ექნებოდათ უფლება, რომ საკუთარი სარგებლისთვის წარემართათ ხსენებული სადავო ბიზნეს შესაძლებლობა, მას შემდეგ, რაც ისინი თანამდებობებიდან გადადგებოდნენ”, თუკი მოპასუხეები, ანუ ჩვენ, სწორად გადავდგებოდით დაკავებული თანამდებობებიდან.

მე და ჩემ პარტნიორებს სასამართლომ დაგვიდგინა დაკავებული თანამდებობებიდან არასწორი გადადგომა (სწორედ ეს განისაზღვრა ნდობითი მოვალეობის ტექნიკურ დარღვევად). ეს მოხდა იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ დაქირავებული ინგლისელი იურისტები გვეხმარებოდნენ, გადადგომასთან დაკავშირებული ყოველი ნაბიჯის დაგეგმვაში და დარწმუნებულები ვიყავით, რომ სწორად გადავდექით. კიდევ ვიმეორებ, რომ 9 წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს, სასამართლოს არ დაუდგენია თაღლითობა ან არაკეთილსინდისიერი ქცევა არც ჩემ და არც ჰანიველ პარტნერსის მიმართ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჰანიველ პარტნერსმა და მე უკვე გადავიხადეთ ინგლისის სასამართლოს მიერ დაკისრებული საერთო საურავის და თანმხლები სხვა დანახარჯების უდიდესი ნაწილი, გადახდის იმ ვადებთან და პირობებთან სრულ თანხვედრაში, რომლებსაც გვიყენებდა ინგლისის სასამართლო.

თუკი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასმული შეკითხვები ბატონი ხაზარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, კონკრეტული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ თანახმა ვართ განვიხილოთ და დავაკორექტიროთ ისინი. მაგრამ ბატონი ხაზარაძის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ თურმე იმიტომ არ აქვს ტელეკომპანია „იმედს“ მისთვის კითხვების დასმის მორალური უფლება, რომ მე ინგლისის სასამართლომ თაღლითობაში მამხილა, ფაქტობრივად მცდარია და შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩემი პარტნიორებისთვის.

მინდა დავასრულო იმით, რომ ნაწილი თანხებისა, რომელიც გადავუხადეთ მომჩივან მხარეს, ვისესხეთ „თიბისი ბანკისგან“. თუ ბატონ ხაზარაძეს მართლა სჯერა, რომ მე და ჩემმა პარტნიორებმა თაღლითობა ჩავიდინეთ, მას შეუძლია ეს ფაქტი გადაამოწმოს „თიბისი ბანკთან“, სადაც ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მით უმეტეს, რომ დეტალები ამ ფაქტის გარშემო საჯარო ხასიათისაა“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743512746

ახალი ამბები

Byline Times - ის სტატია, რომელშიც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე წერს, რადიკალური ოპოზიციის წევრების, სერგი კაპანაძის და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული

„მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა"- ამ სახელწოდების სტატია ბრიტანულმა გამოცემა Byline Times-მა გამოაქვეყნა. სტატიამ ოპოზიციური მედიის ყურადღება მაშინვე მიიპყრო...

Byline Times - ის სტატია

1743511321

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია easyJet ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში ჯამურად კვირაში 6 სიხშირით

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet დღეიდან ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან და მილანიდან დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშ...

ლევან მოსეშვილი

1743510734

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წელს სახელმწიფომ 40 პატენტი გასცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს ჯამში 40 პატენტი გაიცა. აქედან 38 ადგილობრივი განცხადება იყო, ორი კი უცხოური. 2023 წელთან შედარებით, პატენტების რაოდენობა სამით გაიზარდა. საქსტატ...

საქსტატი

1743508092

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მუდამ გვემახსოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის თავგანწირული ქართველი გმირები - არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები...

მიხეილ ყაველაშვილი

1743507270

ახალი ამბები

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სამუშაოების გამო, 2 აპრილ...

მოძრაობა