ირმა ჭკადუა: გიორგი რამიშვილისგან ამოიღეს კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს

ბატონი გიორგისგან ამოღებული იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ეს არ იყო უკანონოდ შეძენილი იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს, - განუცხადა ჟურნალისტებს დაკავებული ბიზნესმენის გიორგი რამიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
„ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და მოგვიანებით ბრალის დადგენილებას. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება ხვალ, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული ვადები ჯერ ამისთვის არსებობს. რაც შეეხება ბიზნესმენის პოზიციას, ამაზე თავს შევიკავებ იმის გათვალისწინებით, რომ ბატონ გიორგის ჯერ გამოძიებისთვის განმარტება არ მიუცია. რაც ბრალი ოფიციალურად წარედგინება, დააფიქსირებს პოზიციას. ბატონი გიორგისგან ამოღებული იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ეს არ იყო უკანონოდ შეძენილი იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს“, - აღნიშნა ჭკადუამ.
გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნებია ამოღებული. ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია რამიშვილის სახელზე, თუმცა არ ჰქონდა ტარების უფლება. მსგავსი შინაარსის წერილი გაავრცელა „სილქ როუდ“ ჯგუფმა.
1751900575
საზოგადოებააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. „დოკუმენტს აფხაზეთის ა/რ განა...
1751899643
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა
არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა. ვერსად ვერ ვნახავთ ჩვენ ასეთ ჩანაწერს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომ...
1751896818
საზოგადოებაპროკურატურამ გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრ...
1751896795
საზოგადოებალევან მაჭავარიანი დანიგანის განცხადებაზე: თუ სწორად აღიქვა ბიძინა ივანიშვილის პასუხი, მაგ შემთხვევაში, ხელოვნურად ავრცელებს დეზინფორმაციას, შეიძლება ვერ გაიგო და საელჩოს ვურჩევდი, თარჯიმანი გამოცვალონ
პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ „რადიო თავისუფლებაზე“, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია საუბრობს, რომ ეს არის პროპაგანდისტული მედიასაშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხუროს მთელი მს...
1751895487
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე რობინ დანიგანის განცხადებაზე: რომ არ შევიდეთ კონსპირაციებში, ქალბატონ ელჩს ვურჩევდით, რომ სჯობს ახალი თარჯიმანი აიყვანოს, რომელიც უკეთ გადაუთარგმნიდა შესაბამის პასუხს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აშშ-ის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დიპლომატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა, რითა...