ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში,წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა. აქვე, გაიმართა მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან ერთად დაათვალიერა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების მუდმივი განახლება და მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთებით გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, საიდან შემოსული თანხაც პირად ანგარიშზე ერიცხებათ, ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას.
23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა. ინიციატივის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, კითხვის წახალისება და მთელი მსოფლიოსთვის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის შეხსენება. ამ დღეს, სხვადასხვა ქვეყანაში, ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან, რის აღსანიშნავადაც 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ მოიხსენიება.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები: ირაკლი სასანია, ირინე წაქაძე და თეა გიორგაძე, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სამინისტროსა და ცენტრის თანამშრომლები.
1745483723
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა სარფში 1 581 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ...
1745482760
საზოგადოებაბოლო 9 თვეში საქართველოდან 100.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა
2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, საქართველოდან თხილის ექსპორტმა 16.0 ათას ტონას მიაღწია, რაც 20%-ით (2.7 ათასი ტონით) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნ...
1745481615
ახალი ამბებილევან დავითაშვილი: საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო
საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო, - განაც...
1745480975
ახალი ამბებინათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა
აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტ...
1745480210
საზოგადოებამსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიანისტი საქართველოშია
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხორვატი პიანისტი საქართველოშია. მაქსიმ მრვიცა, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ქართველი მსმენელის წინაშე ახალი ალბომით წარდგება. მისი მოსმენა 25 აპრილს, ფილარმონიის დიდ სა...