"ჯანმრთელები უფრო აქტიურად იცრებიან და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება" - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში მწვანე პასპორტების გაუქმებას ეხმაურება და წერს:
"გულწრფელად რომ ვთქვა, ომიკრონის პირობებში კოვიდ პასპორტის გაუქმებაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ და არც ის მგონია, რომ ეს ფაქტი ეპიდსიტუაციას გააუარესებს (მეტი რაღა უნდა გაუარესდეს, ესეც არ მესმის), იმიტომ რომ:
1. კოვიდ პასპორტის რეგულაციის (ისევე როგორც ზოგადად რეგულაციების) აღსრულება ძალიან ცუდად ხდებოდა და ფაქტობრივად ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
2. კოვიდ პასპორტმა ვაქცინაციის ტემპებს დიდად რომ არ უშველა, ესეც ცხადია.
3. ჩვენთან კოვიდ პასპორტი იმათაც ჰქონდათ, ვინც დიდი ხნის წინ გადაიტანა კოვიდი, არადა, ეს ხალხიც ძალიან ეფექტურად ინფიცირდება ომიკრონით.
4. ვაქცინის მთავარი ამოცანა არ არის (არც ადრე იყო დიდად და ომიკრონის პირობებში მით უმეტეს) ინფიცირებისგან დაცვა, ვაქცინის მთავარი ამოცანაა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ანუ გართულებების და სიკვდილის რისკის შემცირება და ამ მისიას აშკარად ასრულებს. ამიტომ კოვიდ პასპორტის, როგორც ინფექციის გავრცელების შემცირების საშუალების როლი არც ისე მნიშვნელოვანია. ანუ ის ფაქტი, რომ ადამიანს კოვიდ პასპორტი აქვს, სულ არ ნიშნავს, რომ ის ინფექციის წყარო ვერ იქნება.
5. კოვიდ პასპორტს ერთადერთი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა ამჟამად ინფიცირებულების შემთხვევაში, რადგან კოვიდ პასპორტში ჩანს, რომ ადამიანს ახლახან დაუდასტურდა კოვიდი (ესეც მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევის დროს და თანაც თუ პირი, რომელიც კოვიდ პასპორტს ამოწმებს, საერთოდ დააკვირდება ამას).
6. ძალიან უცნაურია, რომ ზოგიერთი ადამიანი ნანობს, აბა ვაქცინა რატომ გავიკეთე, თუ პასპორტი მაინც გაუქმდებოდაო.
კიდევ ვიმეორებ, ვაქცინაციას ადამიანები კოვიდ პასპორტის მისაღებად კი არა, სტაციონარში მოხვედრის და ჟანგბადზე მიერთების რისკის შესამცირებლად უნდა იკეთებდნენ.
აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთან სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ზუსტად ის ხალხი ერიდება ვაქცინის გაკეთებას, ვისაც ყველაზე მაღალი რისკი აქვს გართულებების, ანუ ვისაც სხვადასხვა დაავადება აქვს.
ჯანმრთელები უფრო აქტიურად იცრებიან და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.
სხვათა შორის, ამას შეიძლება ისიც უწყობდეს ხელს, რომ აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება, სადაც ეკითხებიან ამათუ იმ დაავადების შესახებ.
ეს აჩენს განცდას, რომ თუ ეს დაავადება გაქვს, აცრა არ შეიძლება.
არადა, არც ერთი ეს დაავადება არ არის აცრის წინააღმდეგ ჩვენება.
საერთოდ, სრულიად აუხსნელია, რა საჭიროა ეს კითხვარი.
ზედმეტი დროის ხარჯვაა და კიდევ ვიმეორებ, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ რადგან ეკითხებიან, ე.ი. ამ დაავადებების დროს აცრა პრობლემაა", - წერს ბუწაშვილი.
სხვა სიახლეები:
🔲 სურსათის სააგენტომ თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა
1791812228
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...
1791811110
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...
1791810700
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1791809968
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა
„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...



























