ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

მსოფლიო პოპვარსკვლავის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსპორტი მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.
„კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო, გახანგრძლივებული დროით, 24 ივლისის 02:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული მარშრუტებით. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ავტობუსების მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ, თუმცა დაინტერესებულ პირებს, მისი მოძიება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ასევე, სოციალურ ქსელში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეუძლიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი კონცერტის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება. შეზღუდვა 24 ივლისის 01:00 საათამდე იმოქმედებს.
1753291257
ახალი ამბებიკობახიძე: ვიზალიბერალიზაცია ერთადერთი ხელშესახები სარგებელია ქართული საზოგადოებისთვის ევროინტეგრაციის პროცესიდან და თუ ამ სარგებელსაც გამოაცლიან, სავაჭროც არაფერი დარჩებათ, თუ უნდათ, ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერ მიაღწევენ
იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო - თუ ვინმეს უნდა, რომ...
1753290196
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო - უზბეკეთის სავაჭრო -...
1753287964
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, ეს გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ აღარ იქნება წამალდამოკიდებული
„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ აღარ იქნება წამა...
1753285985
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შ...
1753285324
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება
„დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“, - აღნიშნულის შესახებ ჯ...