კახა კალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ გლდანის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთი თბილისის მერიას გადასცა, რომელსაც ინფრასტრუქტურულად განავითარებს

ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს თიანეთის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელსაც სამომავლოდ განავითარებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიწის ნაკვეთი წინა ხელისუფლების დროს 20 წლის ვადით გასხვისდა და დღეს იქ მძიმე მდგომარეობაა.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების არსებობას დედაქალაქში. ყველა მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელების დროს გათვალისწინებულია სპორტული არეალების მოწყობა, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
წლების წინ, 2012 წლამდე იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, როდესაც სპორტულ მოედნებს ასხვისებდნენ და იქ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდნენ. ასევე, ხდებოდა პარკების და სკვერების გასხვისება, რაც ძალიან მძიმეა.
ჩვენ დამოკიდებულება აბსოლუტურად შევცვალეთ. ქალაქი ვითარდება. მშენებლობები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ურბანულად სწორად და არა სპორტული მოედნებისა და მწვანე სივრცეების ხარჯზე.
სახელმწიფომ რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოსცა გლდანში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში მდებარე 23 789 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გლდანში მცხოვრებ მოსახლეობას კარგად ეცოდინება ე.წ. ამერის სტადიონი, სადაც ადრე ორი სპორტული მოედანი იყო. 2004 წელს, წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული ტერიტორია 20 წლის ვადით გადაეცა კერძო მესაკუთრეს და მას მოვლა-პატრონობისა და განვითარების არანაირი ვალდებულება არ ჰქონია. დღეს იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა აღნიშნული ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემისთვის.
„პირველ რიგში, მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას, სპორტის სამინისტროს, მინისტრ შალვა გოგოლაძეს მადლობა გადავუხადო, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა მერიას გადმოეცა. ჩვენ გლდანის მოსახლეობას ვპირდებით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება, თავისი ახალი საფარით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებით, საშხაპეებით და ა.შ. ტერიტორია მთლიანად გამწვანდება და განახლდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1753297963
ახალი ამბები„სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ ყაველაშვილი
„არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდ...
1753296588
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა, გამოეყენებინათ შე...
1753296361
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო და მასობრივი შეტევა განახორციელეს უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ზელენსკი
ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარის არჩევანი და მათი უფლება არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...
1753295229
საზოგადოება„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს
„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს. დღეს ქართული სცენა კიდევ ერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა დაიკავა - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში იმართება. პოპმუ...
1753293364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ
ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოე...