კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.რ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა 1983 წელს დაბადებულმა ე.მ.-მ, რომელიც ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1751978900
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ეუთო /ოდირი არის მიწასთან გასწორებული
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუციებით ეუთო/ოდირი მიწასთან არის გასწორებული. „ერთი მხრივ, ითხოვენ ეუთო/ოდირის ჩამოსვლას და ამით სპეკულირებას, რომ თი...
1751978393
საზოგადოებაუახლოეს დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე...
1751977934
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს „მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში" ხედავს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, კვლევების მიხედვით მოსახლეობის პესიმისტური...
1751976162
მსოფლიოოდესის ოლქში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - არის მსხვერპლი
ოდესის რეგიონში მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის ფონზე, ტყის ხანძარს ებრძვიან. დაიღუპა 1 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო 24 სა...
1751974314
სპორტისაქართველოს 16-წლამდელთა წყალბურთის ნაკრებმა მოლდოვა ანგარიშით 17:11 დაამარცხა
სტამბოლში 16-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფის მეორე მატჩი გამართა და მოლდოვა ანგარიშით 17:11 დაამარცხა. ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორია...