კარგა ხანია, თავის მოკვლა მინდა. ერთი ოცი წელია. მაგრამ დრო ვერ გამოვძებნე - გიორგი კეკელიძე ადამიანური ისტორიებით
მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ურთავს იმ ადამიანების ფოტოებს, რომლებიც, საკუთარ ისტორიებს უყვებიან.

"კარგა ხანია, თავის მოკვლა მინდა. ერთი ოცი წელია. მაგრამ დრო ვერ გამოვძებნე - გათენებიდან მზის დაბრეცამდე ვშრომობ. ჰოდამ, ვერ მოვიცალე. განა ვხუმრობ შე კაცო, რა გაცინებს? მართლა მინდა თავის მოკვლა, მარა ამ სამუშაოს რა ვუყო? მივალ თოკთანა, ვფიქრობ აჰა, ჩამოვიკიდავ თავსა და ძროხა მომაბღავლებს, ეგ შენი კი არა, ჩემი თოკიაო. ჰოდა, ასე დავფიქრდი, რომ ცხოვრება არის შრომა და შრომა კიდევ სიკვდილის დავიწყება არის, სიკვდილისთვის არმოცლა. თორე წინ რა უდგას? ვერაფერი.
ხომ გითხარი, გიორგი აზრუმელაშვილი ვარ, სოფელ თონეთიდან. თუ არ გითხარი?!
ნუნუ აზრუმელაშვილი ვარ. გიორგის ცოლი ვარ, მაგან რომ თავის მოკვლა დააპირა, იქამდე კიდევ ორმოცი წელია, თუ მეტი არ არის. ერთმანეთი მაყვალზე გავიცანით, მერე მოგიყვები.
მე ამათი მეზობელი ვარ, ყაზბეგი გოგიჩაშვილი. ადრე გოგიჩაიშვილები ვიყავით, დიპლომში გოგიჩაშვილი მიწერია. ჩემი სურათი რო განახო ახლა, ვერ მიცნობ, მე ვარ თუ არა - ულამაზესი ტანი და რგვალი პირ-სახე მქონდა. მეტრა ოთხმოცდაათი უტოლიდა სიმაღლე - ახლა, რა - ოთხმოცდამესამეში ვარ. სიმაღლეში კი არა - წელში. მა მენგლისში გამიყიდია ნახშირი. ჰოდა, იცი რა ნახშირი? ვაჟა-ფშაველას სახლი რომ დაიწვა, იქ ეყარა ნახშირი. ჭირდა კაცო. პატარები ვიღავით, ვიპარავდით იმ ნახშირსა და
მანგლისში ვყიდდით. კაი იყო ნახშირი",-წერს, გიორგი კეკელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ:
🔵იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს
🔵ტრაგედია იტალიაში - არიან დაშავებულები და გარდაცვლილები (ვიდეო)
1792151345
საზოგადოებაპრემიერი: იუნესკოს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს და იუნესკოს მრავალწლიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და იუნესკ...
1792149727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ
„მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას პირდაპირი ურთიერთობა სურს, ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1792148918
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში. განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და...
1792147365
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი, ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება“, - განაცხადა საქარ...
1792146087
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...


























