კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე ვიდეომიმართვას ავრცელებენ - "საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი"

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელი საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ.

„დადგა დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ.

ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის.

არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით.

ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, – აცხადებს მეტე ჰარცელი ვიდეომიმართვაში.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ასევე მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი.

საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა.

თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

როგორც ​ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, გასულ თვეში ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.

„თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა.

საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში.

თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია. და როდესაც დადგება დღე, როცა მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ.

მომავალ შეხვედრამდე“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვაში.

კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍“უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს - არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776439165

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: დაუსწრებელსა და დასწრებულზე სწავლებისას სტუდენტები ერთნაირ კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან დასწრებულზე სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო 5-წლიან დაუსწრებელზე - სამაგისტრო ხარისხი

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას. მინისტრმა გ...

გივი მიქანაძე

1776437796

ახალი ამბები

მიქანაძე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე: არიან კონკრეტული პირები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი დაამახინჯონ

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. გივი მიქანაძე შეეხო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომლითაც 2010 წლ...

 გივი მიქანაძე

1776437563

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ცესკოსა და საარჩევნო სისტე...

ცესკოს თავმჯდომარე

1776437079

ახალი ამბები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ცვლილებების ძირითადი არსი კომიტეტის წევრებს განათლე...

მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა

1776436808

ახალი ამბები

თბილისში, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს

ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მისი დაჭრის მოტივი.  როგორც ახალი ამ...

პოლიცია, ლენტი, პატრული