კირცხალია დიპლომატიურ კორპუსზე: პირდაპირ არიან ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, ვხედავთ, ამ უსამშობლოთა გაერთიანება ეთნიკურად ქართველები, როგორ იარაღად არიან ქცეული მათ ხელში

„ჩვენ კარგად ვხედავთ, თუნდაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აქამდე თუ რაღაცას შეფარულად აკეთებდნენ, აქამდე თუ მოჩვენებითად მაინც იცავდნენ დიპლომატიურ ეთიკას, არაფერს ვამბობ კონვენციებზე და ა.შ. პირდაპირ არიან ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილიყო, რაზედაც პირდაპირ მიბმულია ქვეყნის სტაბილურობა.

„რაც შეეხება ტურბულენციას, სახელს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა. ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა სახელი და გვარები, ე.წ. პოლიტიკოსები თუ ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყველა ის შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით უკვე მერამდენე რევოლუციური სცენარის განხორციელების დროს, ასევე, კარგად ვხედავდით იმ დამკვეთებს ღიად რუსთაველის გამზირზე, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ მათ და რეალურად, ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი თავისი აღქმების თეორიით, ცრუ ილუზიების წარმოდგენით საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის და ამ სახელი და გვარების გამოყენებით, აქ ტურბულენტური სიტუაციის შექმნა.

ლევან ხაბეიშვილი, მისი მსგავსი ე.წ. პოლიტიკოსები, ერთი დედაპარტიის შვილები, ახლა რომ გადაღებილ-გადანომრილად გვევლინებიან, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პოლიტიკურ პარტიებში თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ხშირ შემთხვევაში, მედია საშუალებებით, ესენი არიან ყველა იარაღი იმ ბოროტი ძალის ხელში, რომელმა ბოროტმა ძალამაც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში ჩამოიხსნა ნიღაბი.

საერთოდ აღარ ერიდებიან პირდაპირ განცხადებების გაკეთებას, პირდაპირ შიდა პოლიტიკაში ჩარევას და ჩვენ კარგად ვხედავთ თუნდაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აქამდე თუ რაღაცას შეფარულად აკეთებდნენ, აქამდე თუ მოჩვენებითად მაინც იცავდნენ დიპლომატიურ ეთიკას, არაფერს ვამბობ კონვენციებზე და ა.შ. პირდაპირ არიან ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში.

ვხედავთ, რომ ამ უსამშობლოთა გაერთიანება ეთნიკურად ქართველები, როგორ იარაღად არიან ქცეული მათ ხელში. მაგრამ, ეს იარაღი, რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო საზოგადოება ნათლად ხედავს მათ რეალურ სახეს, ეს იარაღი დღითი დღე სუსტდება და ამას ხედავენ მათივე პატრონები...

ვნახეთ გამოძიება მიმდინარეობს, ვნახეთ თუ როგორ აფინანსებდნენ, რა თანხებით იყო შეძენილი, მაკკეინის ინსტიტუტიდან ჩამოსული პირდაპირ გაწერილი სცენარები, კულუარებიდანაც კი გამოვიდნენ, თავის აგენტურულ ქსელს საჯაროდ უქვეყნებდნენ რეალურად როგორ უნდა გასულიყვნენ ბოიკოტში, როგორ უნდა ჩამოეშალათ ქვეყნის ეკონომიკა და ა.შ.

გახსოვთ დარტყმები, ვითომ ექსპერტები, ყოფილი მაღალჩინოსნები სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან, თუ როგორ უნდა დაერტყათ საბანკო სექტორზე.

ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილიყო, რაზეც პირდაპირ მიბმულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა. ამ ადამიანებზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მათ პატრონებზე გვაქვს საუბარი, სასამართლო პროცესებს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შეურაცხმყოფელი ბანერების წინ მართავენ კონფერენციებს“, - აცხადებს კირცხალია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი