სოზარ სუბარი: არანაირი ცხელი შემოდგომა არ იქნება და არ არის. 30 ადამიანი, რომ გამოდის და ყვირის ამით უბრალოდ თავის უზრდელობას წარმოაჩენენ, მეტი არაფერი. მორიგ ჯერზე დაუშვა ოპოზიციამ პოლიტიკური შეცდომა, გაიკეთა პოლიტიკური ჰარაკირი

არანაირი ცხელი შემოდგომა არ იქნება და არ არის. 30 ადამიანი, რომ გამოდის და სადღაც რაღაცას ყვირის და შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახიან ამით უბრალოდ თავის შინაგან ბუნებას, თავის უზრდელობას წარმოაჩენენ, მეტი არაფერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არაფერი არ იქნება 4 ოქტომბერს, ვინაიდან ოპოზიციამ პოლიტიკური ჰარაკირი ჩაიტარა.

„არაფერი არ მოხდება 4 ოქტომბერს გარდა იმისა, რომ ჩატარდება არჩევნები და ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მასთან კოალიციაში მყოფ პარტიებთან ერთად და ამ შემთხვევაში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ერთიანი სიით გავდივართ, ისევე როგორც ალაგ-ალაგ მაჟორიტარები გვაქვს განაწილებული ჩვენ გავიმარჯვებთ დამაჯერებლად! რომ მიეღოთ მათ მონაწილეობა არჩევნებში მაშინაც იგივე იქნებოდა თუმცა კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე დაუშვეს პოლიტიკური შეცდომა, გაიკეთეს პოლიტიკური ჰარაკირი და არ იღებენ მონაწილეობას ორი პარტიის გარდა სხვა პარტიები. ისევე, როგორც მათ ჰარაკირი გაიკეთეს, როდესაც უარი თქვეს მანდატებზე, არ შემოვიდნენ პარლამენტში. ახლა ნანობენ, თავში მწარედ იცემენ, გლოვობენ თავის ამ გადაწყვეტილებას თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე ჩავლილი მატარებელია და ამით ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს თავიანთ პოლიტიკურ აწმყოსაც და პოლიტიკური მომავალი დაასამარეს. ეს პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო დასამარდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იმედი მაქვს, რომ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის არმიღება შეუძლებელია იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756925936

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძეს მინდა ვუსურვო წარმატებები, მისი პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილება, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ახალმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდ...

ირაკლი კირცხალია

1756923576

სპორტი

გიორგი შერმადინი: ვიმედოვნებ, 27 ნოემბერს ჩვენი ახალი სპორტის სასახლე გადაივსება და ამ თამაშით დავემშვიდობები პირადად მე ჩვენს ქართველ გულშემატკივარს. უკვე ნაკრებს დავემშვიდობები 30 ნოემბერს

ვიმედოვნებ, 27 ნოემბერს ჩვენი ახალი სპორტის სასახლე გადაივსება და ამ თამაშით დავემშვიდობები პირადად მე ჩვენს ქართველ გულშემატკივარს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი...

გიორგი შერმადინ

1756920221

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საგამოძიებო უწყებებში მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე სიარული უწევთ იქიდან გამომდინარე, თუ რა საქმიანობას აწარმოებდნენ

სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საგამოძიებო უწყებებში მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე სიარული უწევთ იქიდან გამომდინარე, თუ რა საქმიანობას აწარმოებდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან...

ლევან მახაშვილი

1756919567

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ რეკორდი

ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს,-  ამის შესახებ პრე...

ირაკლი კობახიძე

1756919516

საზოგადოება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. საარჩევნო შტაბი თავად მერობის კანდიდატმა, თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტ...

კახა კალაძე