სოზარ სუბარი: ღია ვართ ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ყველასთან, სტრატეგიულად კი, ჩვენი გეზი დასავლეთისა და ევროპული ინტეგრაციისკენ არის მიმართული
„ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები უკვე გადაიტვირთა. თუმცა, არა იმ დოზით, რითაც კმაყოფილები ვიქნებოდით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, საქართველო ღიაა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ყველასთან, სტრატეგიულად კი, გეზი დასავლეთისა და ევროპული ინტეგრაციისკენ აქვს მიმართული.
„ის რომ საქართველოზე დღეში სამჯერ აღარ ლაპარაკობენ და იმაზე მეტ დროს არ უთმობენ, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომს, ეს უკვე გადატვირთვაა, თუმცა, ჩვენ გვინდა ისეთი გადატვირთვა მოხდეს, რომ ის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს (და არა ისეთი, რაც აქამდე იყო). ჩვენი სურვილია, თანასწორი, პარტნიორული ურთიერთობა და არა ისეთი, როგორიც აქამდე იყო, როცა აშშ-ის ელჩი უფლებას აძლევდა თავს, თითები დაეწკაპუნებინა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი უნდა შეესრულებინა რასაც ის იტყოდა, თვით ისეთი მოთხოვნების ჩათვლით, როგორიც მეორე ფრონტის გახსნა იყო. ეს ზეწოლები გარკვეულწილად შერბილდა, მაგრამ სასურველ დონემდე ჯერ კიდევ შორია.
რაც შეეხება უილსონის [ჰელსინკის] კომისიას, წინასწარ ვიცით, თუ რასაც იტყვიან, წინასწარ ვიცით, რას იტყვის ეს ადამიანი [ჯო უილსონი] მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან, მგონი, ქართულ საზოგადოებაში ძალიან ცოტას ახსოვს ვინ არის კინზინგერი, რომლის სახელიც რომ მკითხოთ, აღარც მახსოვს. ეს იყო ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა ანტიქართული და საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებით, დღეს კი ყველას დაავიწყდა. ასე ჩაივლის ამ ჯო უილსონის თემაც, როგორც სხვა კონგრესმენებისას ჩაუვლია. არ უნდა მივაქციოთ მათ იმაზე მეტი ყურადღება, ვიდრე იმსახურებენ. მით უმეტეს, როცა წინასწარ გამოქვეყნდა ის, თუ რამდენ ტყუილზე ისაუბრებენ ამ შეკრებისას. მათ შორის, იმაზე, რომ საქართველოში თურმე იმდენი ჩინური ინვესტიცია შემოვიდა, ადგილი აღარ დაუტოვებია ამერიკული და ევროპული ინვესტიციებისთვის. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ როგორც არის, სად ნახეს ამ შეჩვენებულებმა ჩინური ინვესტიციები, თორემ კარგი იქნებოდა, მართლა ასე რომ იყოს. ღია ვართ ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ყველასთან. სტრატეგიულად კი, ჩვენი გეზი, რა თქმა უნდა, დასავლეთისა და ევროპული ინტეგრაციისკენ არის მიმართული“, - განაცხადა სუბარმა.
1778950990
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...
1778948952
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...
1778947452
ახალი ამბებიშუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...
1778945595
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...
1778944085
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...































