კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი" დარღვევის გამო გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი" პროდუქტის განთავსების (Product Placement) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.
საქმე ეხება გადაცემას „იმედის დილა", რომელიც სამაუწყებლო ბადეში არსებული პროგრამების სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგისა და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, კომისიის მონიტორინგში მოხვდა.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ გადაცემაში დრო დაეთმო კომპანია „მანნას", მისი პროდუქტებისა და მისი სასაქონლო ნიშნის რეკლამირებას, გადაცემის შინაარსი მორგებული და აწყობილი იყო იმ კომპანიაზე, რომლის პროდუქტის განთავსებასაც ჰქონდა მნიშვნელოვანი ადგილი პროგრამაში.
აქცენტი გაკეთებული იყო კომპანიის ახალ პროდუქტზე, პროდუქტის თვისობრივ მახასიათებლებზე, შემადგენლობასა და დადებით თვისებებზე.
კომუნიკაციების კომისიამ საკითხზე მსჯელობისას მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებას, რომელმაც ასევე პროგრამის შინაარსზე მოახდინა გავლენა.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით კი გადაცემაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება უნდა მოხდეს ისე, რომ მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ასევე ის არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას და არ უნდა მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო ტელეკომპანია „იმედი" წერილობით გააფრთხილა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "იმედის" ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
1743573467
მსოფლიოზელენსკის განცხადებით, წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ნატოს საკითხი არ არის და არც ყოფილა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება ნატოს საკითხს არ მოიცავს და არც არასდროს მოიცავდა. როგორც ზელენსკიმ გერმანი...
1743572461
ახალი ამბებიდროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს გორის ბაზრობის წართმევის ფაქტზე ჯემალ წიკლაური და არაადამიანურ მოპყრობაზე გიორგი ზერეკიძე ისაუბრებენ
დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. კომისია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს განიხილავს. სხ...
1743569996
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: უაღრესად მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის მუშაობას ახალგაზრდა თაობამ ადევნოს თვალყური, რადგან ბევრ რამეს გაიგებს და ბევრ რამეს ეხდება ფარდა
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობას ახალგაზრდა თაობამ ადევნოს თვალყური, რადგან ძალიან ბევრ რამეს გაიგებს, რადგან ბევრ რამეს ეხდება ფარდა“, - ამის...
1743539917
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები არღვევენ, რასაც ამერიკას დაჰპირდნენ, ყოველ შემთხვევაში, რაც აშშ-მა საჯაროდ განაცხადა, ვიმედოვნებთ, ტრამპს აქვს საჭირო ინსტრუმენტები რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდება, რომ აშშ მალე გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ „ენერგეტიკული ზავის“ დარღვევის გამო. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინის...
1743537867
სპორტიკვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს
ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან. ფრანგული ტელეკომპანია RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართვე...