ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელი მარკ ხრისტოვი დამატებით დროში დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში აზერბაიჯანელ მამადალიევს დაუპირისპირდება.

პირველი გამარჯვება მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმაც (57 კგ).

ქართველმა სპორტსმენმა სამხრეთკორეელი იუჰეე კიმი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ლიპარტელიანის მეტოქე მეოთხედფინალში გასასვლელ შეხვედრაში, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე დარია კურბონმამადოვა იქნება.

ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკის დაწყება 20:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს, ჯერჯერობით, მედალი არ მოუპოვებია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750012819

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული

გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შ...

არჩილ გორდულაძე

1750010425

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დ...

ლევან მაჭავარიანი

1750009048

მსოფლიო

ირანული მედია: ისრაელის თავდასხმების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელეს. მედიის ინფორმაციით, იერიშების დაწყებიდან დღემდე 128 ირანელი დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა. BBC წერს, რომ ამ რიცხვის გადამოწმების საშუ...

ირანიირანი

1750006623

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონე...

ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს

1750001107

მსოფლიო

უკრაინას კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა

რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 გარდაცვლილის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხების საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ცხედრებს იდენტიფიკ...

 1 200 დაღუპულის ცხედარი