ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

 პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას როგორც საქართველოს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ ტენდენციებსა და პროგნოზებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, გეოპოლიტიკური და რეგიონული შოკების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა.

 

„2024 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა - საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 2024 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული, ამასთან, გაიზარდა იმ სექტორების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, რომლებიც მაღალი შრომის პროდუქტიულობით ხასიათდება. ძლიერია შიდა მოთხოვნა და ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მოხმარებამ შეიტანა, რომელიც წლიურად 13%-ით გაიზარდა ძლიერი საკრედიტო აქტივობისა და ხელფასების ზრდის ფონზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ზრდა-განვითარების კუთხით არსებულ ხელშემწყობ ფაქტორებზე, მიმდინარე რეფორმებზე და სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებზე. მისი ინფორმაციით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კვლავ იქნება კაპიტალური ხარჯები, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, ინვესტიციების ზრდისკენ და საექსპორტო და ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებისკენ მიმართული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

შეხვედრაში, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს კერძო სექტორი სხვადასხვა ბიზნეს დარგებიდან, მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა: ნინო ენუქიძემ, მარიამ ქვრივიშვილმა, ირაკლი ნადარეიშვილმა, ვახტანგ ცინცაძემ და გურამ გურამიშვილმა, რომლებმაც თავიანთ საკურატორო დარგებში არსებულ ტენდენციებზე მიმოხილვა გააკეთეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ პროგრამებს. როგორც აღინიშნა, საქართველოს დღეს აქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა, სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვის ხორციელდება როგორც საგრანტო პროგრამები, ასევე სახელმწიფო ხელს უწყობს მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ეხმარება საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. შეხვედრაზე ითქვა, რომ მთავრობის მიერ 40 მილიონი ლარის დაფინანსებით მხარდაჭერილ სტარტაპებს საშუალება მიეცათ დაეგენერირებინათ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი, ასევე აღინიშნა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო პოზიციონირებს რეგიონში, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მზარდი და მიმზიდველი ცენტრი. საუბარი შეეხო ასევე პროგრამას „აწარმოე საქართველოში,“ რომლის ხელშეწყობით ქვეყნის ეკონომიკის არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვითარდება, მათ შორის, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე საექსპორტო პოტენციალის განვითარების კუთხით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს, ტურიზმის სფერო იყო. როგორც აღინიშნა, საქართველომ მიმდინარე წლის სამ თვეში ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო - ქვეყანაში იზრდება ტურისტული ნაკადები, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ნიდერლანდებიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, აგრეთვე ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ყურის ქვეყნებიდან და ა.შ. ტურიზმის ზრდასთან ერთად ხაზი გაესვა ავიაციის სფეროში არსებულ ზრდის დინამიკას, ამ კუთხით საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და აქტიურ მუშაობას ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოსაყვანად, რომლის შედეგად, დღეს საქართველოში 60 ავიაკომპანია 100-მდე პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ პროექტებზე, რომლებსაც ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და საქართველოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაციის ზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მათ შორის იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის ახალი აეროპორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ა.შ. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტები გეგმაზომიერად და, ამავე დროს, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობას და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო დისკუსიისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746707012

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სპეკულაცია, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

 ის სპეკულაცია, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დ...

შალვა პაპუაშვილი

1746706936

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სო...

დავით სონღულაშვილი

1746699346

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია პოლიტიკურ სანაგვეზეა, ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვთ

 მმართველი გუნდის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ადგილი პოლიტიკურ არენაზე არ არის. მისი თქმით, ოპოზიციას  ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს. „ოპოზიცია უკვე აღიარებს, რო...

დავით მათიკაშვილი

1746697230

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

 გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145 137 მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რე...

ქუთაისის აეროპორტი

1746696134

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის ფინალში თამაში ოცნება იყო

 „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ მატჩისა (2:1) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბედნიერია, რადგან ეს მისთვის ოცნე...

ხვიჩა კვარაცხელია: