დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას.

მინისტრმა ყურადღება სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ცოდნის გამოყენების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) მიერ საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ექსპერტული ცოდნის გაზიარების, სავაჭრო ურთიერთობის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების და აგრომეტეოროლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

მინისტრის განცხადებით, ისრაელში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს.
ჰადას მეიცადის განცხადებით, საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა. სოფლის მეურნეობის დარგის ინტენსიური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746714044

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალური ოპოზიციის ყველა აქტივობა მიმართულია არა ქართველი ხალხისკენ, არამედ გარე სპონსორებისკენ

რადიკალური ოპოზიციის ყველა აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ გარე სპონსორებს უთხრან - არ მოადუნოთ გარედან ზეწოლა საქართველოზე იმიტომ, რომ ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა ამ მარგინალური ძალისა არის დახმარებ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1746712907

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიაზე: სწორედ მაშინ ჩაესვენა მისი პოლიტიკური მზე, როცა ეგონა, რომ ის იყო ამომავალი მზე პოლიტიკურად საქართველოში

სწორედ მაშინ ჩაესვენა მისი პოლიტიკური მზე, როცა ეგონა, რომ ის იყო ამომავალი მზე პოლიტიკურად საქართველოში, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებ...

გურამ მაჭარაშვილი

1746711729

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობოებზე: ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ინტერნაციონალიდან იღებდნენ დაფინანსებას და ემსახურებოდნენ ინტერნაციონალის ინტერესების გატარებას საქართველოში

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც გარე ძალებისგან მართულ ადამიანებსა და არასამთავრობო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1746709655

საზოგადოება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7456 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7467 ლარი იყო.  გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტა

1746707183

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

 პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ბიზნე...

ლევან დავითაშვილი