ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145 137 მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა (2024 წლის აპრილი - 330 რეისი), - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
„აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.
1746695731
ახალი ამბებითბილისში ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ლიკვიდირებულია. „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტ...
1746692866
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ესტონეთის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერია და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებულია და არის ვენდეტა ქართველ ხალხზე
მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია და მათი ამომრჩევლების ნაწილიც, უცხოელებმა დაარწმუნეს, რომ ისინი ჩაერთვებიან არჩევნებში, იქნებიან ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიის მონა...
1746691836
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში, ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენისა და ძალადობის წამახალისებლად
მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა. მინდა ამიტომ კომისიის სამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული...
1746691207
საზოგადოებაპაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა
„ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათ...
1746691124
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2...