ირაკლი კობახიძე: 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით, თუმცა ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი და ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის
„ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით.
„პენსიებს რაც შეეხება, როცა შედის ხოლმე პირველი პროექტი პარლამენტში, მასში აისახება ხოლმე ინდექსაციის წესი. და შემდეგ იწყება პარლამენტში მსჯელობა, მათ შორის, ვისმენთ ხოლმე პარლამენტიდან და საზოგადოებიდან წამოსულ მოსაზრებებს. თავიდან შედის პროექტი, პენსიასთან დაკავშირებით აქ ასახულია ხოლმე ინდექსაციის წესით გათვალისწინებული მატება, შემდეგ ისმენს მთავრობა მოსაზრებებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო ინდექსაციის წესით, ეს წესი რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა და მხოლოდ 20-ლარიანი მატება იყო გათვალისწინებული. იყო რეაქცია პარლამენტარების მხრიდან, იყო რეაქცია საზოგადოების მხრიდან. განვიხილეთ ეს საკითხი და ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი, რომელიც გამოვყავით დამატებით და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამურად 45 ლარით პენსიის გაზრდა 70-წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ეს იყო პროცესის შინაარსი,“ - აღნიშნა პრემიერმა.
1791798809
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, გაიაზროს, მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა
„ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში და კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმისი განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხ...
1791797536
საზოგადოებაკახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაუ...
1791795942
საზოგადოებაკახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია
„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...
1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...
1791794633
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს
„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...



























