ლევან მაჭავარიანი „დიფ სთეითთან“ ბრძოლაზე: ეს მოძრაობა ბატონ დონალდ ტრამპს დაწყებული აქვს და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს

ეს მოძრაობა ბატონ დონალდ ტრამპს დაწყებული აქვს და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „დიფ სთეითთან“ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძოლაზე საუბრისას.
მან მიმოიხილა ის ნაბიჯები, რომლებიც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამ მიმართულებით გადადგა.
„ბატონი დონალდ ტრამპი ღია ბრძოლაში არის არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან, ვისაც იგი „დიფ სთეითს“ უწოდებს, შეიძლება, ჩვენ „გლობალური ომის პარტია“ დავუძახოთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ერთი და იგივე ძალებზეა საუბარი. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დროში მოახერხებს იგი ამ ძალების დამარცხებას, მაგრამ ეს დამარცხება რომ ახლო პერსპექტივა არ არის, ეს ყველამ კარგად ვიცით. პირველ ეტაპზე მინიმუმ ამ ძალების გავლენების შესუსტებაზეა საუბარი.
ამასთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტული ნაბიჯები რა თქმა უნდა, იდგმება. ჩვენ ვხედავთ, რომ ოვალური ოფისის დაკავებისთანავე მან ძალიან ბევრ განკარგულებას ხელი მოაწერა, იგი ბიუროკრატიის გაწმენდას ცდილობს არაფორმალური მმართველობის აგენტებისგან.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის ნაბიჯები, რაც მან გადადგა, მაგალითად USAID-თან, NED-თან მიმართებაში, რომლებიც ამ ძალების ხელში ძალიან სერიოზული ინსტრუმენტები იყო. ჩვენმა ქვეყანამ ეს ძალიან კარგად იგრძნო, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში, თუ რამდენად სახიფათო იყო მათი მხრიდან დაფინანსებული პროექტები. რა თქმა უნდა, კარგსაც აფინანსებდნენ, ვინაიდან „რბილი ძალა“ ასე მოქმედებს - ჯერ ნდობაში უნდა შევიდეს საზოგადოებასთან. თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი უამრავი სამუშაო აქვს დაფინანსებული კონკრეტულად ამ ინსტიტუტებს - ის რევოლუციური სცენარები, თავსმოხვეული ის პროპაგანდა, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის იდენტობასთან.
შესაბამისად, ეს მოძრაობა ბატონ დონალდ ტრამპს დაწყებული აქვს და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი შეფასებით, იგივე ტენდენცია უნდა გავრცელდეს ევრო ბიუროკრატების ნაწილშიც.
„ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არ არის. ეს ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის შეფასებაა, რომ ევრო ბიუროკრატები არიან ბრიუსელის ჭარბი გავლენების ქვეშ, რომელსაც თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითი“ აკონტროლებს - ეს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა. თუმცა, ევროპაშიც ვხედავთ ჩვენ ისეთ ნიშნებს, როდესაც კონსერვატორული ძალები წინა პლანზე წამოიწია, მათი რეიტინგი ბევრ ქვეყანაში იზრდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იქნება გარდაუვალი. ბატონი ტრამპის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ თუ ამერიკა ვერ დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას.
შესაბამისად, შეერთებული შტატების თუ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა გრძნობს, თუ რა ძალებთან აქვთ საქმე და კონკრეტული ბიუროკრატების გავლენების ქვეშ როგორ იკარგება სუვერენიტეტი. შესაბამისად, ამიტომ არის მსოფლიოში ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ხალხმა გამოიღვიძა - რაღაც სიმახინჯე პროპაგანდა, ტრანსგენდერების პოპულარიზაცია იქნება თუ ასე შემდეგ, რომელიც კონკრეტულად „დიფ სთეითიდ“ დღის წესრიგს წარმოადგენს - ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ნეგატიური განწყობა არის ზოგადად დასავლეთში მოქალაქეების მხრიდან. ყველა მოსახლეობის უმრავლესობას სურს რა თქმა უნდა, რომ მათმა ქვეყნებმა გაამყარონ საკუთარი სუვერენიტეტო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1746685117
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული...
1746684417
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება საქართველოში 8 მაისს
8 მაისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. ოზურგეთში კი იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც წვიმაა, დღისით ჰაე...
1746651257
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო. ერთია იზრუნო შენს ქვეყანაზე და მეორეა, როცა სხვის ხარჯზე, სისხლზე და ტირილზე გინდა აიწყო ბედნიერება
გუშინ, ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო. ასე უყურებენ უკრაინელებს, უკრაინის ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდო...
1746649978
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ელჩებმა თავიანთი დიპლომატიური მანტიები მოიხსნეს, ჩამოკიდეს და პირდაპირ ჩაერთნენ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
ის, რომ ჩვენ არ გვყავს, რეალურად ქმედითი ოპოზიცია და არის გარედან მიღებული დაკვეთების შემსრულებელი ინსტრუმენტი, ეს, საერთო ჯამში, ვნებს ქართულ დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საჭიროებს ოპონირებას სხვად...
1746649428
საზოგადოებანინო წილოსანი: „ქართულმა ოცნებამ“ ისტორიის ფურცელი უკვე დაწერა, მთელი თავისი მმართველობის პერიოდში საქართველო ატარა მშვიდობის გზით და გადაარჩინა და დაიცვა არა ერთ უსერიოზულესი რისკისგან და გამოწვევისგან
„ქართულმა ოცნებამ“ ისტორიის ფურცელი უკვე დაწერა, მთელი თავისი მმართველობის პერიოდში საქართველო ატარა მშვიდობის გზით და გადაარჩინა და დაიცვა არა ერთ უსერიოზულესი რისკისგან და გამოწვევისგან, - განაცხადა...