ფსიქოლოგიური ძალადობით და მუქარით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა - ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746691207

საზოგადოება

პაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა

 „ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათ...

შალვა პაპუაშვილ

1746691124

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო

 საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2...

ლევან მოსეშვილი

1746689938

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე

 „ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მან...

ნინო წილოსანი

1746689842

საზოგადოება

ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა

 „საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოა...

ლაშა აბაშიძე

1746688239

საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს

 ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად,...

სააწარმოები