ლევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა

„საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა წარადგინეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ლაშა აბაშიძეს აქვს რკინიგზის სექტორში და საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, რაც ნიშნავს, რომ ადაპტაციის ეტაპი მოკლე და ეფექტური იქნება.
მან წარმატება უსურვა ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის პოსტზე და მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს გაწეული საქმიანობისთვის.
„რკინიგზის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ჩვენი ინტერესია, გაიზარდოს როგორც გადაზიდვების მოცულობა, ისე შემოსავლები“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2006-2009 წლებში კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იყო შესყიდვების სააგენტოს უფროსი, სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე და ოპერაციათა მართვის ხელმძღვანელი.
ლაშა აბაშიძე პროფესიით იურისტია, ხოლო მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს საჯარო ადმინისტრაციის მართვის მიმართულებით. 2015-2017 წლებში ლაშა აბაშიძე თბილისის ვიცე-მერი იყო, 2014-2015 წლებში - ვაკის გამგებელი, ხოლო 2013-2014 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ლაშა აბაშიძემ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით ფერაძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.
1746695731
ახალი ამბებითბილისში ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ლიკვიდირებულია. „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტ...
1746692866
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ესტონეთის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერია და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებულია და არის ვენდეტა ქართველ ხალხზე
მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია და მათი ამომრჩევლების ნაწილიც, უცხოელებმა დაარწმუნეს, რომ ისინი ჩაერთვებიან არჩევნებში, იქნებიან ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიის მონა...
1746691836
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში, ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენისა და ძალადობის წამახალისებლად
მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა. მინდა ამიტომ კომისიის სამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული...
1746691207
საზოგადოებაპაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა
„ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათ...
1746691124
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2...