ლევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2,182,811 მგზავრი და 9,908 რეისი დაფიქსირდა. ლევან მოსეშვილის განცხადებით, მგზავრთნაკადის კუთხით, 2025 წლის იანვარ-აპრილი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან რეკორდული იყო.
„2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული იყო. ჩვენ შევძელით და იანვარ-აპრილის პერიოდში, ჯამურად ყველა საერთაშორისო აეროპორტში 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ, რაც წინა წელთან შედარებით 13 %-იან ზრდას წარმოადგენს. მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე მინდა გამოვყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც აპრილის თვეში მგზავრთნაკადის 49 %-იანი ზრდა გვაქვს, რაც ნამდვილად ისტორიული რეკორდია შარშანდელ აპრილთან შედარებით“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარზე წელს, 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, მათ შორის წამყვანი ბრიტანული კომპანიები.
„ზაფხულის სეზონზე ველოდებით, რომ ოპერირებას კიდევ ერთი ევროპული კომპანია, Air Serbia დაიწყებს. ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
1746691207
საზოგადოებაპაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა
„ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათ...
1746689938
საზოგადოებანინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე
„ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მან...
1746689842
საზოგადოებალევან დავითაშვილმა „საქართველოს რკინიგზაში“ ახალი გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე წარადგინა
„საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს - გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოა...
1746688239
საზოგადოებასოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს
ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად,...
1746687496
საზოგადოებასამოქალაქო ავიაციის სააგენტო: 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა
2025 წლის საწყის ოთხ თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სულ გადაყვანილ იქნა 2 189 558 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზ...