ლევან მაჭავარიანი FOX NEWS-ის სტატიაზე: ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი

„ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა FOX NEWS-ის სტატიასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, ეს ადამიანები წლების წინ საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა იყო რუსეთთან მიმართებაში.

„ამ შემთხვევაში ვიხილეთ ორი უსამშობლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და სიცარიელეზე. ეს არის ხიდაშელი, ეს არის კანდელაკი. ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის, წლების წინ გვაბრალებდნენ თითქოს სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა ვიყავით რუსეთთან მიმართებაში. დღეს ეტყობა ირანია აქტუალური და ამ შემთხვევაში დაავალეს, რომ კონკრეტულად ირანთან დაკავშირებით გაევრცელებინათ იგივე ცრუ ინფორმაცია.

ქალბატონ ხიდაშელზე იმას შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მან ისიც დაგვაბრალა, თითქოს ტერორისტებს ვამზადებდით საქართველოში. შემდგომ რატომღაც შეცვალა ჩვენება, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა ჩვენების მისაცემად იქიდან გამომდინარე, რომ ისიც აბსოლუტურად ტყუილს და აბსურდს ეფუძნებოდა. აგრძელებენ საქართველოს მტრობას და აქედან გამომდინარე ვეძახით ჩვენ უსამშობლოებს, აქედან გამომდინარე აქვთ ნულოვანი ნდობა და რეიტინგი ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საუბარია გიორგი კანდელაკსა და თინა ხიდაშელზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, თითქოს ირანის რეჟიმი სანქციების გვერდის ავლით, სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად საქართველოს იყენებს, რაც კანდელაკის თქმითვე, რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის საზიანოა. სწორედ თინა ხიდაშელის და გიორგი კანდელაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით წერია, რომ საქართველოში არსებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი ხომეინის იდეოლოგიის საზღვარგარეთ გავრცელების მთავარი ინსტრუმენტია. „ფოქს ნიუსის“ სტატიას ქართული მედია საშუალებები ტირაჟირებენ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1775909468

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ და ირანულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანულ და ამერიკულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს....

პაკისტანის პრემიერ-მინისტრ

1775908327

მსოფლიო

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 12 დაშავდა. დ...

ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

1775906162

საზოგადოება

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არ...

წმინდა ცეცხლი

1775902701

საზოგადოება

ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ

უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. მი...

ნიკა გვარამია

1775900794

საზოგადოება

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება

14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზ...

ამინდი პროგნოზი