ვალერი შოშიაშვილი: ბექა ბასილაია მეუბნება, არის აუქციონი და მიიღე მონაწილეობაო, არავის მიუღია მონაწილეობა, ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ 100 ათასი ლარი ძალიან იაფია და 700 ათას ლარზე ავიდეთ მეთქი - ოქმში ასახულია, რომ შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად

„2012 წლის 17 მაისს, დილის 10 საათზე მომდის შეტყობინება რომ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში იმართება აუქციონი. გამოდის ქონება, რომლის საწყისი თანხა არის 100 ათასი ლარი და ბიჯის თანხა არის 30 ათასი ლარი. შეტყობინება მოდის ბექა ბასილაიასგან, ყველაზე კარგი უფლებადამცველი რომ არის ახლა თავისი ჭკუით. ამას მოჰყვა სატელეფონო ზარი და მეუბნება, რომ ერთ საათში არის აუქციონი, წადი და მიიღე მონაწილეობაო“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მისივე თქმით, „აუქციონში აბსოლუტურად არავის მიუღია მონაწილეობა. მისი წარმოსახვით ყვარელში, ვითომ აუქციონზე რომ ჩავედი, ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ ეს 100 ათასი ლარი ძალიან იაფია, ავწიოთ და 700 ათას ლარზე ავიდეთ ამ თანხის გადახდაზე მეთქი. ოქმში ასახულია, რომ ეს შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად“.
„მე ვუთხარი, სად უნდა წავიდე, არც 100 და არც 30 ათასი ლარი მაქვს, რა გინდათ, ჩემი გაგიჟება გინდათ მეთქი? და ავდივარ პროკურატურაში. პროკურატურაში მეუბნება, რომ საქართველოს ბანკთან უკვე შეთანხმებულია, თვითონ ესაუბრა საქართველოს ბანკს და სესხი უკვე დამტკიცებულია ამ ყველაფრისთვის, რომ რაც გადასახდელი იქნება საქართველოს ბანკმა დამატებითი სესხის სახით უნდა გასცეს. მან ჩემთან ერთად აიღო ტელეფონი, რომ უფრო მეტად დავერწმუნებინე და ესაუბრა ქეთევან გაბუნიას, საქართველოს ბანკის თანამშრომელს და უთხრა, რომ „წინაზე რაც გესაუბრე, რომ ეს თანხა შოშიაშვილის ანგარიშზე უნდა დაჯდეს და შემდეგ გადაირიცხოს ყვარლის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, ხომ იცით?“ იმდენად ცოტა დრო იყო აუქციონამდე დარჩენილი, რომ რომც წავსულიყავი, მე ფიზიკურად ვეღარც მოვასწრებდი აუქციონზე ჩასვლას და თვითონ მითხრა, რომ შენი ჩასვლა იქ საჭირო აღარ არისო.
აუქციონში აბსოლუტურად არავის მიუღია მონაწილეობა. აუქციონი ჩატარდა ისე, რომ აუქციონზე არ ყოფილა არც კონკურენტი ადამიანი. მონაწილე წესით მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი, საბუთებით მხოლოდ მე ვიყავი და მისი წარმოსახვით ყვარელში, ვითომ აუქციონზე რომ ჩავედი, ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ ეს 100 ათასი ლარი ძალიან იაფია, ავწიოთ და 700 ათას ლარზე ავიდეთ ამ თანხის გადახდაზე მეთქი. ოქმში ასახულია, რომ ეს შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად“, - განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.
1749230522
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...
1749228247
ახალი ამბებიკახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს
თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...
1749227217
სპორტიმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...
1749226106
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...
1749222260
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...