ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის განცხადების გაყალბებაზე: მორიგი მავნებლობაა „ტვ პირველის“ მხრიდან. ცდილობენ, დაამახინჯონ ყველაფერი, რაც კი ქვეყნის წარმატებასთანაა დაკავშირებული

ეს არის მორიგი მავნებლობა „ტვ პირველის“ მხრიდან და ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ. ისინი ცდილობენ და სამწუხაროდ გამოსდით, რომ თავიანთი მაყურებლის დიდი ნაწილი დააზომბონ და მოწყვიტონ რეალობას, დაამახინჯონ ყველაფერი, რაც კი ჩვენი ქვეყნის წარმატებასთან არის დაკავშირებული. დაამახინჯონ ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ტვ პირველის“ მიერ მამუკა მდინარაძის 14 თვის წინ ნათქვამი ციტატის გაყალბებასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანი სამარცხვინოს უწოდებს „ტვ პირველის“ მიერ განხორციელებულ ქმედებას და აცხადებს, რომ ისინი დაკავებულნი არიან ტელემაყურებლების დაზომბებით და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის წარმოებით.

„ამ შემთხვევაში მამუკა მდინარაძის კომენტარზეა საუბარი. სადაც პირდაპირ ხაზგასმული იყო მისი მხრიდან, რომ ეს არაღიარების პოლიტიკისთვის წარმატებული ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო და საერთოდ ამოიღეს ეს ფრაზა, იქიდან გამომდინარე, რომ შებრუნებულად ეჩვენებინათ ეს ყველაფერი თავიანთი მაყურებლისთვის. სამწუხაროდ, ისინი დაკავებულები არიანი იმით, რომ ფაშისტურ იდეოლოგიაზე გადაიყვანონ თავიანთი ტელემაყურებლის ძალიან დიდი ნაწილი და დაკავებულნი არიან იმით, რომ მტრული საქმიანობა გააჩაღონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

სამწუხაროა, რომ ისინი ქართველ ხალხს მიიჩნევენ ისეთი შესაძლებლობების მქონე ხალხად, რომლებიც ამ ყველაფერს დაიჯერებენ მათ ასე ვთქვათ, ტყუილებზე აგებულ კამპანიებს, სპეციალიზებულები არიან ისინი დაჭრა, მიჭრა-მოჭრაში და ეს არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ძალიან სამარცხვინოა და თუ ისინი აპირებდნენ ბატონი მამუკა მდინარაძის ამ განცხადების გაშვებას წინ არაფერი ედგათ, რომ თავიდან ბოლომდე გაეშუქებინათ ეს განცხადება და ეს ამოჭრა სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ დაზომბების მცდელობას აგრძელებენ თავიანთი ტელემაყურებლის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767729817

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას აღნიშნავს

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ტარდება, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყება. შ...

ააა

1767729668

საზოგადოება

ილია მეორე: დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის

 სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რო...

ზოგადი

1767727814

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ...

აა

1767726534

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს

 ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს. უიტეკერის თქმით, დაახლოებით 50 მოკავშირე ქვეყნისგან შემდ...

ნატოში აშშ-ის ელჩ

1767723981

მსოფლიო

კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს

 კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როსა იოლანდა ვილავისენსიომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს. აღნიშნული განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების...

როსა იოლანდა ვილავისენსიო