ლევან მახაშვილი: „მეგობარი აქტი“ დამაზიანებელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ის პირდაპირ მტრული აქტია და არანაირი ფასი არ აქვს

„მეგობარი აქტი“ დამაზიანებელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ის პირდაპირ მტრული აქტია და არანაირი ფასი არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, „ჯო უილსონს და სხვებს, რომლებიც ამ აქტის ბოლომდე გატანას ცდილობენ, ნამდვილად თუ აქვთ ინტერესი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს ნაბიჯები არ უნდა გააგრძელონ“.
„პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ „მეგობარ აქტს“ არათუ არანაირი ფასი არ აქვს, არამედ პირდაპირ მტრული აქტია საქართველოსთვის. მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ამერიკის პრეზიდენტს დღესაც აქვს უფლება, სურვილის შემთხვევაში, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რის მანდატსაც, ერთი შეხედვით, ეს აქტი აძლევს. ამიტომ, „მეგობარ აქტს“ არსებითად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რასაც ეს აქტი აკეთებს არის ის, რომ ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას. ორივე ქვეყანა ცდილობს, ურთიერთობები მოვაქციოთ ცივილურ პროცესში, საერთო ინტერესების გათვალისწინებით. ამის პარალელურად, ვიღაც-ვიღაცები, მათ შორის ამ აქტით და სხვა აგრესიული რიტორიკით ცდილობენ, დააზიანონ ურთიერთობების გადატვირთვა. ამიტომ, სრულიად დავეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ „მეგობარი აქტს“ არც აქამდე ჰქონდა აზრი, მნიშვნელობა, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიდა ურთიერთობების გადატვირთვას.
ეს არის მტრული აქტი, ეს იქნება დამაზიანებელი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ამიტომ ჯო უილსონი იქნება თუ სხვები, რომლებიც დიდი მონდომებით ცდილობენ ამ აქტის ბოლომდე გატანას, ნამდვილად თუ აქვთ ინტერესი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს, მაშინ ეს ნაბიჯები არ უნდა გააგრძელონ. თუ აგრძელებენ, ე.ი ძალიან მკაფიო მიზანი აქვთ, დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობები. მე და ჩემს კოლეგებს რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ სადაც, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება, ყველას ვუთხრათ, რომ ეს აქტი არ არის იმ ტიპის აქტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას შეუწყობს ხელს, პირიქით, დააზიანებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1754476946
საზოგადოებალევან მახაშვილი: საპარლამენტო არჩევნების წინარე პროცესში ჩვენ ვნახეთ პირდაპირ დაფინანსების სახით, სხვადასხვა სივრცეების გამოყოფის სახით, სხვადასხვა პროცესით წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა, რაც არის კანონის დარღვევა
დღეს ეს წესები ყველასთვის არის საჯარო და ცნობილი, ამიტომ ეს პერიოდი ყოველთვის იქნება ტესტი რამდენად სცემენ პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ქართველ ამომრჩეველს, თუ ეს არის პირდაპირ დაგეგმილი ოპერაცი...
1754476899
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: სრულიად ლოგიკური და სამართლიანია მოწოდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა - იცავენ კიდევ დიპლომატები დიპლომატიურ ეტიკეტს და ვენის კონვენციას, თუ ცალკეული მათი აქტორი გადაქცეულია ოპოზიციის რუპორად
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატების მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა. მათიკაშვილმა ამას...
1754476039
საზოგადოებაბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მზია ამარლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუ...
1754475268
საზოგადოებააღსრულების ეროვნული ბიურო: ყადაღა ვრცელდება „ლელო საქართველოს“ არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს
აღსრულების ეროვნული ბიურო „ლელო საქართველოს“ მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ „ლელო საქართველოს“ მი...
1754474957
საზოგადოებარევაზ სოხაძე: შიდა ქართლში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ
შიდა ქართლის რეგიონში მოვინახულეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან ახლოს სოფელ დვანში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი. ჩვენ მაქსმიმალურად დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეგ...