ლევან ჟორჟოლიანი: შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტში დაინიციირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე კომუნიკაცია შედგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება.

„მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური გახდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება. თუკი აქამდე ხდებოდა განვლილი წლების აუდიტი, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეფასებები გააკეთოს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან წაადგება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას, ასევე ნებისმიერ სფეროში უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ენერგეტიკული მიმართულება, ქონების მართვა თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სწორედ ამ ორი ძირითადი პრინციპის გაძლიერებას ემსახურება ახალი მექანიზმის შექმნა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743521275

საზოგადოება

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...

საქართველოს პარლამენტი

1743520361

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...

ლევან დავითაშვილი

1743519323

საზოგადოება

გია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...

გია ვოლსკი

1743518438

ახალი ამბები

ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...

ლევან გიგინეიშვილი:

1743517821

სპორტი

ევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...

თავისუფალ ჭიდაობა