"მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის" - ზელენსკის ქართველ კოლეგას

"საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეუფასებელია და რომ ეს მხარდაჭერა უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილშია აღნიშნული, რომლის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია.

„მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამა წლის აგვისტოში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისთვის.

სამიტმა წარმოაჩინა დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობა და ძალა რუსეთის აგრესიისგან უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დაცვის მიმართ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას.

სამიტმა ასევე დაადასტურა უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება, დაიცვან თავიანთი თავი რუსეთის აგრესიისგან, რომელიც დაიწყო 2014 წელს ყირიმის მიტაცებით და გაათავისუფლონ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უკრაინის მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული.

მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც შეუფასებელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპაციისგან და პასუხი ვაგებინოთ კრიმინალურ და აგრესიულ ომზე პასუხისმგებელ პირებს.

მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში.

მტკიცედ მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, – აღნიშნულია წერილში.

წერილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გააცნო.

ასევე დაგაინტერესებთ:

* უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მასშტაბური აფეთქება მოხდა

* "სანაიას რა გაუკეთებია ქვეყნისთვის ისეთი სასარგებლო, რომ დგას და ბრტელ-ბრტყელი სიტყვებით ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებს" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური

1793625126

მსოფლიო

კიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა

კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...

კიევში დენის გათიშვა

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1793624012

ახალი ამბები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...

სადგურის მოედან