"მაჯარიმებენ 25 000 ლარით, ასევე მინგრევენ სახლს, რომლის ხარჯების გასტუმრებაში ვართ დღემდე...მერამდენედ უნდა დავიწყოთ ცხოვრება თავიდან?" - აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

როგორც სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელი მალხაზ მიქავა წერს, მისი ოჯახის მიერ წვალებით აშენებულ სახლს, სახელმწიფო დემონტაჟს უპირებს, რადგან როგორც მოქალაქე წერს მთავრობის ბრალდებით, დევნილმა ოჯახმა სახელმწიფოს მიწა "უკანონოდ მიიტაცეს".

ამავე პოსტიდან ირკვევა, რომ ამასთან ოჯახს 25 000 ლარიანი ჯარიმა ეკისრება კანონდარღვევისთვის.

მალხაზ მიქავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"#დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1993 წელი - 17 წლის მამაჩემი, ხდება დევნილი, ტოვებს აფხაზეთს, ტოვებს საკუთარ სახლ-კარს და სვანეთის გავლით, ხვდება თბილისში ახალი რეალობით და ცარიელი ფურცლებით, ფაქტი ჯიუტად იჩემებს, რომ მან ცხოვრება ახლიდან უნდა დაიწყოს და არაფრისგან, შექმნას რაიმე საარსებო.

რამდენიმე წლის შემდეგ სახელმწიფო მას აკმაყოფილებს დაახლოებით 20 კვადრატული ბინით, 5 სართულიან, ავარიულ შენობაში. 1996 წელს ოჯახდება, 1998 წელს ჩემი და დაიბადა, 2000 წელს მე. დედ-მამა გვზრდიდა ამ პატარა ბინაში, სადაც დიდი სიყვარული და ოჯახური ჰარმონია სუფევდა.

ამ უბანში ჩემს დაბადებამდე, მამაჩემმა შემოღობა ეზო, რომელსაც უვლიდა და ახლა ერთად ვუვლით, 2016 წელს ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მოგვიწია ბინის გაყიდვა და ამ დღეს მამაჩემი თავის ოჯახთან ერთად, ისევ თავიდან იწყებს ცხოვრებას.

2016 წლიდან ვცხოვრობდით ქირით და 2018 წელს, ზემოხსენებულ ეზოში, სადაც იყო ღობე, ხეხილი და არცერთი ფიზიკური პირი წინააღმდეგი, ავაშენეთ სახლი, იმ მოტივით რომ სხვაგან წასასვლელი არ გვქონდა.(თუმცა ეს ახლაც ასეა.)შევიტანეთ უამრავი განცხადება, მიწის გაფორმებასთან დაკავშირებით, თუმცა ქაღალდი, ქაღალდად დარჩა.

პირადად მე, არანაირი, ვიმეორებ, არანაირი ფართი არ მიმიღია სახელმწიფოსგან როგორც დევნილს, ვცხოვრობთ ჩვენივე ხარჯებით აშენებულ სახლში და ზედმეტს არც არაფერს ვითხოვ.

დ ღ ე ს - ჩემი ეზო და სახლ-კარი არის სახელმწიფო ინტერესებში და მაჯარიმებენ 25 000 ლარით, ასევე მივიღე განკარგულება სახლის დემონტაჟის თაობაზე. იმიტომ რომ სახლი უკანონოდ ავაშენე. უამრავი კითხვა მაქვს, მაგრამ პასუხი ერთი - "შენ მიწა მიიტაცე". თუმცა ჩემი ფაქტიც ჯიუტია, რომ სხვაგან წასასვლელი არ მაქვს.

" ხ ვ ა ლ "- მოვლენ და დაიწყებენ ჩემი სახლის ნგრევას, იმ ხარჯებს თუ შევეშვებით, რა დაუჯდა ჩემს ოჯახს მისი აშენება და დღემდე რომ მის გასტუმრებაში ვართ, უნდა ითქვას ელემენტარული, ვრჩები სახლ-კარის გარეშე და უკვე მერამდენედ მოგვიწევს ცხოვრების ახლიდან დაწყება, არ ვიცი.

მე კონკრეტულად არ ვიცი რა იქნება ხვალ, თუმცა ხომ უნდა მქონდეს იმის გარანტი, რომ ყველაფერს წყალი ვერ წაიღებს ასე უკვალოდ და უბრალოდ.

მ ო ვ ი თ ხ ო ვ - როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ამ ქვეყნის უმისამართო მოქალაქე, არ დავრჩეთ მე და ჩემი ოჯახი ჭერის გარეშე, რადგან არ გაგვაჩნია არანაირი სახსრები ახალი ბინის საყიდლად. პასუხი კითხვაზე, რატომ ავაშენე დაუკანონებელ მიწაზე სახლი, არის ძალიან მარტივი, სახელმწიფოგან არ მიმიღია არანაირი ფართი ან ფულადი დახმარება, თუ არ ჩავთვლით დევნილების შემწეობის 45 ლარს, რომლითაც თვეში ერთხელ "ვმდიდდრდებით."

ყველანაირად ვეცდები დავამტკიცო ჩემი სიმართლე.

ყველანაირად აღვუდგები ნებისმიერ წინააღმდეგობას, რადგანაც უსამართლობას, მხოლოდ სამართლიანობა თუ დაამარცხებს", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794152313

საზოგადოება

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

1794151114

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...

დავით მათიკაშვილი

1794148500

საზოგადოება

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას

საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...

გენადი არველაძე

1794145684

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია

„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...

ირაკლი კობახიძე

1794142945

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი