მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს, „დიფ სთეითის“ გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება

 „წინა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, ამის შემდეგ, შეიცვალა მმართველობა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს, რომ „დიფ სთეითის“ გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„წერილში რაც იყო გადმოცემული ბატონი ბიძინას მიერ, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და ამის ინტერპრეტირებას ახლებურად არ შევეცდები. მინდა ძალიან სახალხო ენაზე განვმარტო მოცემული რეალობა, რასთან გვაქვს საქმე. წინა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, ამის შემდეგ, შეიცვალა მმართველობა, არაფერი შეცვლილა.

ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს რომ „დიფ სთეითის“ გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება. მაგალითად ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა რეალური გახდეს და არა ისეთი, რომ მარტო სიტყვით, ფურცლით და დეკლარირებაში აისახებოდეს. უვიზო რეჟიმი დააწესონ.

ანუ, პირდაპირი, რეალური კომუნიკაცია, რაც ქართველ ხალხს და ამ ქვეყანას გამოადგება. ასეთი არასდროს ყოფილა. მიუხედავად ამისა ჩვენ ერთმანეთს ვეძახდით სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დღეს შეგვიძლია, რომ ამაზე პირდაპირ ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ 5 და 6 წლის წინაც კი, ამაზე ლაპარაკი სხვა უხერხულობებს ქმნიდა და პირდაპირ ვთქვათ, რომ სხვა პრობლემებსაც ქმნიდა უხერხულობის გარდა. დღეს, საბედნიეროდ, ეს საფრთხეები აღარ არსებობს და ამიტომ დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესების გაზრდის პარალელურად, ჩვენ თავისუფლად ვლაპარაკობთ ამაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748542620

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით

ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნ...

ირაკლი კობახიძე

1748541689

ახალი ამბები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსკლუზივი“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცი...

პოლიტიკოსი ნიკა მელია

1748540111

მსოფლიო

იანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში...

იანოშ ბოკა

1748538627

ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილი უნგრეთში ვიზიტზე: გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები, ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ

„გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები. ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....

ანრი ოხანაშვილი

1748535182

ახალი ამბები

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე

„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური,...

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი