მამუკა მდინარაძე: ქართველისთვის ყველაფერი წმინდაა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები
ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
მამუკა მდინარაძის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე.
„ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე, იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, რწმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემა, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი . პატრიარქ შიო III-ის დღევანდელი ინიციატივაც, რომ ეს გაგრძელდეს და ამას ჰქონდეს შეუქცევადი ხასიათი, ასევე ნიშნავს იმას, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ თემას,არანაირ რწმენას, იდენტობას, ტრადიციას, საკუთარ კულტურას და საკუთარ ოჯახს, საკუთარ მშობლებს ყოველთვის სცემს პატივს და ეს იქნება მისი მთავარი განმასხვავებელი, მათ შორის, ნიშანი ყველა დანარჩენისგან. ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები, იმისათვის, რომ თაობები გაიზარდონ ამ მაღალ ღირებულებებზე”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1779004445
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელი დღე, ოჯახი ეს არის უზენაესი ღირებულება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ ყველანი ერთად
მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელი დღე. ოჯახი ეს არის უზენაესი ღირებულება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ ყველანი ერთად, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინ...
1779003510
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი პატრიარქ შიო მესამის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე: ეს ყველაფერი იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია
ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და მკაცრი; მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვი...
1779003343
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი: ცხადია, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო, მშობლებისადმი პატივისცემა კი თავისთავად უდიდესი მორალისა და ღირსების გამოხატულებაა
მივულოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ წელს, მგონია, ყველასთვის გამორჩეულად ემოციურია დღევანდელი დღე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად ვხვდებით მას მისი დამფუძნებლის,...
1779002262
საზოგადოებასამების ტაძარში პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
სამების ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მივიდნენ. სამების ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმი...
1779002060
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ოზურგეთში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას...


























