ირაკლი კირცხალია: დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია

დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო, რა ფასეულობებზე და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

მან სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„დღევანდელი დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა: 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც ასოცირდება ჩვენს იდენტობასთან, რწმენასთან, სიყვარულთან, ქვეყნის ერთიანობასთან და ამავდროულად ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე აღავლენს პირველ საპატრიარქო ლოცვას. ნამდვილად ისტორიული დღეა. დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო, რა ფასეულობებზე და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია. როგორც ჩვენი სულიერი მამა, აწ განსვენებული უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იტყოდა, სიყვარულით ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და სიყვარულით გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ წინსვლა. ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779006852

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: ქართველისთვის ყველაფერი წმინდაა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები

ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუ...

მამუკა მდინარაძე

1779005708

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული

ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. პატრიარქის ინიციატივით ყოველწლიურად ხდება შეკრება. ხედავთ რამდენი ადამიანია და ამ დანატოვარს პატრიარქი, მისი უწმინდესობა შიო აგრძელებს, - განაცხადა კახა კალაძემ ჟ...

კახა კალაძე

1779004445

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელი დღე, ოჯახი ეს არის უზენაესი ღირებულება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ ყველანი ერთად

მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს დღევანდელი დღე. ოჯახი ეს არის უზენაესი ღირებულება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ ყველანი ერთად, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინ...

ლევან ჟორჟოლიანი

1779003510

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი პატრიარქ შიო მესამის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე: ეს ყველაფერი იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია

ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და მკაცრი; მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვი...

ცოტნე ივანიშვილი

1779003343

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი: ცხადია, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო, მშობლებისადმი პატივისცემა კი თავისთავად უდიდესი მორალისა და ღირსების გამოხატულებაა

მივულოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ წელს, მგონია, ყველასთვის გამორჩეულად ემოციურია დღევანდელი დღე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად ვხვდებით მას მისი დამფუძნებლის,...

ცოტნე ივანიშვილი