მარიამ ქვრივიშვილი: თურქეთის მხარესთან განვიხილეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე გვქონდა შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ვიმსჯელეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

თბილისში საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს თანათავმჯდომარეობით გაიმართა. სხდომაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები და საკითხები განიხილეს. ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ასევე იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონული მნიშვნელობის შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებას.

„მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის სექტორზე. ამავდროულად განვიხილეთ ის მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას. საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს და მაგისტრალური გზების მშენებლობას. ასევე ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის წინსვლის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანის და თურქეთის რესპუბლიკისთვისაც. დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გაიზრდება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მხარეებმა განიხილეს. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რამდენიმე ხნის წინ მის შეხვედრას თურქეთის წამყვანი ავიაკომპანიის – Turkish Airlines-ის – ხელმძღვანელობასთან, სადაც ქვეყნებს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის გახსნის პერსპექტივები იქნა განხილული.

„Turkish Airlines-სთან ერთად უკვე ვმუშაობთ ანკარა-თბილისის მიმართულებით პოტენციური პირდაპირი ფრენის დაწყების თაობაზე. ეს გააძლიერებს ქვეყნებს და ხალხთა შორის კავშირებს. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენების სიხშირეების ზრდა, ისევე როგორც ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას თურქეთიდან საქართველოში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ. „განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ტრანსპორტის მიმართულებას - ვისაუბრეთ სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობაზე. ყურადღება გავამახვილეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754047022

საზოგადოება

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განათლებ...

გივი მიქანაძე

1754045902

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურ...

დავით სონღულაშვილი

1754045687

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ ასევე, დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ, უსტარებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან

არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ ასევე, დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით, დეპეშებით და ევროპარლამე...

ლევან მახაშვილი

1754045562

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: კახი კალაძეს არის ადამიანი, რომლის პირადი გადაწყვეტილებითაც ათი ათასობით ადამიანს მოუგვარდა ისეთი პრობლემები, როგორიც არის უბინაობა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე იმ მიღწევებზე საუბრობს, რომელიც თბილისის მერს და მერობის კანდიდატს კახა კალაძეს აქვს. მისი თქმით, სწორედ კახა კალაძის ჩართულობით უამრავ ადამიანს...

კახა კალაძე

1754043167

ახალი ამბები

„მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“ - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.  „1 და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია...

„ძლიერი წვიმა