ირაკლი კობახიძე: დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც თქვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რომ სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა შიდა თუ გარე ძალების მიერ დაგეგმილი არაერთი სცენარი, რომლებიც პოლიტიკურ დესტაბილიზაციასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავდა მიზნად. თქვენი დამსახურებით ქვეყანამ დაძლია უმწვავესი კრიზისები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობას. შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ კვლავ საქართველოს რეგიონების დროებითი ოკუპაცია რჩება. თქვენი ძალისხმევა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. განსაკუთრებულია თქვენი წვლილი როგორც უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებაში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვაში. ბატონო ანრი, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო პირადად თქვენი და თქვენი უწყების ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. კორუფცია უდიდესი საფრთხეა სახელმწიფოსთვის - ის ხელს უშლის საჯარო უწყებების ეფექტიან ფუნქციონირებას, ძირს უთხრის მოქალაქეთა ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და აფერხებს ქვეყნის განვითარებას, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ჩვენი პრიორიტეტია ეფექტიანი ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება, რაშიც თქვენს სამსახურს საკვანძო როლი აკისრია. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მთავრობის სრული მხარდაჭერა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის 10 წლის იუბილე მიულოცეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა და მთავრობას და პარლამენტს უწყების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა სამსახურის თანამშრომლები სხვადასხვა ხარისხის სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი ხარისხისა და საპატიო მედლები უწყების 328 თანამშრომელს გადაეცა.
1780946959
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ
თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. პრემიერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუ...
1780946907
საზოგადოებაპრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვე...
1780946274
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართვე...
1780944615
საზოგადოებაპრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...
1780944557
საზოგადოებაპრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?
უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...


























