მარიამ ქვრივიშვილმა „თურქეთის ავიახაზების“ ხელმძღვანელთან ავიაკომპანიის სიხშირეებისა და მიმართულებების გაზრდის შესაძლებლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ავიაკომპანიის „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში „თურქეთის ავიახაზებისა“ და მისი შვილობილი კომპანიის AJet-ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და შედეგად, არსებული ფრენებით მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოყვანის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა არსებული ფრენების სიხშირეთა დამატების მნიშვნელობას, რაც მეტ სტიმულს მისცემს როგორც უშუალოდ ქვეყნის ტურიზმის ეკონომიკას, ისე გაზრდის ტურიზმიდან შემოსავლებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მიმართულების დამატების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ ამ მხრივ, მოლაპარაკება უახლოეს მომავალში გაგრძელდება.
მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ავიაციაში არსებულ ტენდენციაზე. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს და რეკორდულია როგორც მგზავრთნაკადი, ისე სიხშირეები და მიმართულებები ქვეყნის აეროპორტებიდან.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ ზრდადი დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი ინვესტიცია ჩაედო ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურაში - ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, თბილისს კი სრულიად ახალი, თანამედროვე აეროპორტი ექნება, რომელიც გათვლილი იქნება 20 მლნ მგზავრზე.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავიკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გადამზიდი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყნაში ახორციელებს. დღესდღეობით ავიაკომპანია შემდეგი სიხშირით დაფრინავს: სტამბული-თბილისი-სტამბული - 35 სიხშირე კვირაში; სტამბული-ბათუმი-სტამბული - 14 სიხშირე კვირაში. ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მაჩვენებლით საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერი კომპანიაა წლების განმავლობაში.
შეხვედრა თურქეთში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
1752861836
საზოგადოებადავით გუმბერიძე: ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს
ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლ...
1752859120
საზოგადოებაპროკურორი მარიამ ბერძენიშვილი: 20-21 ივნისს საქმეზე ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა და ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომაც არაფერი შეცვლილა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე დღესაც მიმდინარეობდა. პროცესში 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულები მონაწილეობდნენ. პროკურორმ...
1752857684
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ოპოზიცია პატრონების დავალებით იცავს ერთ-ერთ მათ მართულ ადამიანს, აგენტს გიორგი ბაჩიაშვილის სახით - ბაჩიაშვილი თავის დასაცავად ყველანაირ სპეკულაციას მიმართავს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მედიასთან აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი თავის დასაცავად ყველანაირ სპეკულაციებს მიმართავს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. „ოპოზიცია...
1752857070
საქართველომარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგე...
1752856354
საზოგადოებაწულუკიანი: ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20-პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი - წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი დღესაც ცოცხალია. შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე
ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20-პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი - წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც. დღეს შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე, - წერ...