მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრთან როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრ ილჰომ მაჰკამოვთან.
შეხვედრაზე საუბარი შედგა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზე, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში, მათ შორის, როგორიცაა ტრასეკა, შუა დერეფანი, კარეკი და სხვ.
მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგას გააცნო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, მათ შორის, საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალს, თბილისის ახალ აეროპორტს, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს და სხვ. გარდა ამისა, ასევე ყურადღება გამახვილდა არსებულ საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესაძლებლობაზე, რომელთაც მეტი ტვირთის მომსახურება შეუძლიათ უზბეკეთიდან.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის უზბეკეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და თანამშრომლობა არაერთ სექტორს მოიცავს. "ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო აქტიურად განვავითაროთ ურთიერთობები ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. ჩვენი საპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მზადაა მეტად იყოს გამოყენებული ევროპის ბაზარზე უზბეკური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის, გარდა ამისა, ჩვენ ვაშენებთ რეგიონული მნიშვნელობის ობიექტებს ანაკლიაში, თბილისსა და სხვაგან, სადაც ასევე მივესალმებით ინვესტიციებს და ეკონომიკურ ინტერესს უზბეკეთიდან," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღინიშნა, რომ საქართველოს მიესალმება უზბეკეთიდან საქართველოს ლოგისტიკის სექტორსა და ინდუსტრიულ ზონებში მეტი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უზბეკეთის მხარე დაინტერსებულია, გაზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფნის გავლით 1,5 მლნ ტონამდე.
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ აქტივობებზე, რომელსაც უზბეკეთი გეგმავს შუა დერეფნის პოპულარიზების მიმართულებით. მან ქართველი კოლეგა სექტემბერში მიიწვია მაღალი დონის მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დროსაც განხილული იქნება ჩინეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით რეგიონული მასშტაბური სარკინიგზო პროექტის და შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხები.
გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს ეწვევა სატრანსპორტო - ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა უზბეკეთთან სამოქალაქო ავიაციის სფეროში შეთანხმების ლიბერალიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს ფრენების სიხშირეების და მგზავრთნაკადის ზრდას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. ასევე ყურადღება გამახვილდა უზბეკეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე. როგორც აღინიშნა, ზრდადია საქართველოში უზბეკეთიდან ვიზიტორების ჩამოსვლის დინამიკა - 2024 წელს მატებამ 23,4 პროცენტი, 2025 წლის 6 თვეში 14,5 პროცენტი შეადგინა.
შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც საქართველოში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1753297963
ახალი ამბები„სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ ყაველაშვილი
„არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდ...
1753296588
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა, გამოეყენებინათ შე...
1753296361
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო და მასობრივი შეტევა განახორციელეს უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ზელენსკი
ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარის არჩევანი და მათი უფლება არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...
1753295229
საზოგადოება„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს
„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს. დღეს ქართული სცენა კიდევ ერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა დაიკავა - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში იმართება. პოპმუ...
1753293364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ
ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოე...