მარკო რუბიო აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთი და უკრაინა დათმობებზე უნდა წავიდნენ

სამშვიდობო შეთანხმების მისაღებად უკრაინა ამ პროცესის ნაწილი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ დაურეკა მათ პრეზიდენტმა, სწორედ ამიტომ ჩამოდის ხვალ პრეზიდენტი ზელენსკი რამდენიმე ევროპელ ლიდერთან ერთად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, თუ მთელი ეს ძალისხმევა არ იმუშავებს, მაშინ რუსეთისთვის დამატებითი შედეგები იქნება, მაგრამ ვაშინგტონი ცდილობს, რომ ეს თავიდან აიცილოს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევით.
მარკო რუბიოს განცხადებით, მიღწეულია პროგრესი იმ გაგებით, რომ დადგინდა შეთანხმების პოტენციური სფეროები, მაგრამ კვლავ რჩება უთანხმოების რამდენიმე მნიშვნელოვანი სფერო.
„თქვენ ვერ მიაღწევთ სამშვიდობო შეთანხმებას, თუ ორივე მხარე დათმობაზე არ წავა. ეს ფაქტია. ეს სიმართლეა პრაქტიკულად ნებისმიერ მოლაპარაკებაში. თუ არა, ამას უბრალოდ დანებება ჰქვია. და არცერთი მხარე არ აპირებს დანებებას. ამიტომ ორივე მხარეს მოუწევს დათმობებზე წასვლა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას სურს, რომ ეს მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში ჩატარდეს, ეს დისკუსიები საუკეთესოდ მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი პირადად, სერიოზული მოლაპარაკებების სახით ტარდება, რომელშიც ადამიანები, რომლებსაც უკან უნდა დაბრუნდნენ და უპასუხონ ამომრჩევლებს – რადგან ავტორიტარულ მთავრობებსაც კი ჰყავთ ამომრჩევლები, რომლებსაც უწევთ უპასუხონ. ხალხი უნდა დაუბრუნდეს, დაიცვას მათ მიერ დადებული შეთანხმებები და იპოვოს გზა, თუ როგორ აუხსნას ისინი ხალხს. ასე რომ, ჩვენ უნდა შევქმნათ სივრცე დათმობებისთვის”, – განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოების გარანტიების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ეს აღარასდროს განმეორდება, რომ მათ ტერიტორიაზე ხელახლა არ შეიჭრებიან და ეს არის ის, რაც რუსულმა მხარემ უნდა გაიგოს. რუბიოს თქმით, პრეზიდნეტ ტრამპის კრიტიკოსები ყოველთვის იპოვიან რაიმეს გასაკრიტიკებლად, მაგრამ პუტინი უკვე არის მსოფლიო ასპარეზზე, კაცი, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.
„ის უკვე მსოფლიო ასპარეზზეა. მას მსოფლიოში უდიდესი ტაქტიკური ბირთვული არსენალი და მსოფლიოში სიდიდით მეორე სტრატეგიული ბირთვული არსენალი აქვს. ჩვენ მხოლოდ პუტინზე ვსაუბრობთ. ბოლო ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაში მედია მხოლოდ პუტინზე საუბრობდა. ეს არ ნიშნავს, რომ ის მართალია ომთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს, რომ ის გამართლებულია ომთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გვერდზე გადადეთ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება არ დაიდება. პუტინთან ურთიერთობის გარეშე რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვერ დაასრულებ. ეს უბრალოდ საღი აზრია. პრეზიდენტს შეეძლო უბრალოდ ეთქვა: „ეს ბაიდენის ომია. ის მის დროს დაიწყო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინისთვის, მაგრამ სხვა საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას”. მას ამის თქმა ადვილად შეეძლო, მაგრამ ის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელმაც შეძლო პუტინის შეხვედრაზე მიყვანა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი…ყველა, მათ შორის უკრაინელები და ევროპის ყველა ქვეყანა, ევედრება შეერთებულ შტატებს, ჩაერთოს, პუტინთან და შეეცადოს, დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებაზე. ისინი ყველა გვთხოვენ ამის გაკეთებას. და როგორც კი ახალ სანქციებს დააწესებთ, ეს მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეწყდება და ეს ნიშნავს, რომ ომი უახლოეს მომავალში გაგრძელდება. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. შესაძლოა, იქ აღმოვჩნდეთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად, რადგან გვსურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა”, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
1755443171
საზოგადოებაპროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამ...
1755441974
მსოფლიოზელენსკი: ტერიტორიული საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ
უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიის დათმობა შეუძლებელია და ეს საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსე...
1755438943
საზოგადოებაპოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ
2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს....
1755437211
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ვემზადებით ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა საუბარი ლიდერების დონეზე, რათა დაზუსტდეს ყველა დეტალი
ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრას ხვალ გამართავს. მასთან ერთად ტრამპმა მოლაპარაკებებზე ევროპის ლიდერებიც მიიწვია. შეხვედრაზე დასწრებ...
1755434573
მსოფლიოუკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო რეგისტრაციის ახალი წესები ამოქმედდა - ისინი სამხედრო სამსახურში ავტომატურად დარეგისტრირდებიან
უკრაინული მედიის ცნობით, 2025 წლის 30 ივლისს უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო რეგისტრაციის ახალი წესები ამოქმედდა. მინისტრთა კაბინეტის №916 დადგენილების თანახ...