პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა - რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, საქართველოში, დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის ავტომანქანით გადმოკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების გარეშე შემოსვლის სანაცვლოდ, მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 აშშ დოლარი შესთავაზა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ადგილზევე დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა, უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755434573

მსოფლიო

უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო რეგისტრაციის ახალი წესები ამოქმედდა - ისინი სამხედრო სამსახურში ავტომატურად დარეგისტრირდებიან

უკრაინული მედიის ცნობით, 2025 წლის 30 ივლისს უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო რეგისტრაციის ახალი წესები ამოქმედდა. მინისტრთა კაბინეტის №916 დადგენილების თანახ...

უკრაინელი ჯარისკაცი ქალი

1755433922

საზოგადოება

ალექსანდრე ასათიანი: ვგეგმავ, ვაკის მცხოვრებლებთან ერთად განვიხილო საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება

ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა ვიყო თბილისის საკრებულოში ვაკის (ცენტრალური ვაკე, ბაგები, წყნეთი) მაჟორიტარობის კანდიდატი, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტა...

ალექსანდრე ასათიანი

1755432079

მსოფლიო

კიშინიოვში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე 69 ადამიანი დააკავეს

მოლდოვას პოლიციამ, შაბათს, ოპოზიციური ბლოკ „გამარჯვების“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა დარღვევის გამო 69 ადამიანი დააკავა და 148 ოქმი შეადგინა. 16 აგვისტოს, კიშინიოვში  ოპოზიციის მიტინგი...

კიშინიოვში

1755428079

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე: უალტერნატივო მშვიდობის მხარდაჭერისთვის იყო ამათი შემკვეთების და თვითონ ამათი შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკა

„აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ნაცების ე.წ „ტოპ-ტვინებს“ მშვიდობისადმი, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია დავით დარჩიაშვილის, გია ნოდიას და რომან გოცირიძის მიერ ტრამპისა და პუტინის შეხვედრასთან დაკა...

გიორგი გამსახურდია

1755426893

საზოგადოება

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

 საქართველოს პროკურატურამ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა