მიქაუტაძე: პირველი გოლის გატანას მოუთმენლად ველოდი და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო

 „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსთან“ გამარჯვების გოლის (1:0) შემდეგ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.

როგორც ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, ის გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის, დაცვასაც ეხმარება:

„გვინდოდა სეზონის გამარჯვებით დაწყება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შევძელით, კმაყოფილები ვართ ჩვენი თამაშით. დაცვაშიც და შეტევაშიც, საბოლოოდ, სამი ქულით.

რთული მატჩი იყო, ამისთვის მომზადებულები ვიყავით. ვიცით, რომ „ლანსს“ კარგი გუნდი ჰყავს, გულშემატკივრებით, რომლებიც მათ დიდ მუხტს აძლევენ. ამ მატჩისთვის მზად ვიყავით, მოვემზადეთ, რომ გოლი არ გაგვეშვა და სწორედ ეს გავაკეთეთ. ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი დაცვითი წვლილით და გავიტანეთ გოლი, შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა, მაგრამ ბედნიერები ვართ.

რაც შეეხება გოლს, მალიკის სირბილი, კონტრშეტევა, დავინახე. მეც მაშინვე გავიქეცი, ვცადე მცველის უკან მოტოვება, ბურთს ფეხის გარე ნაწილით შევეხე და ბურთი კარში გავიდა, გამიხარდა. ეს გოლი ინსტინქტურად გავიტანე. ამ სეზონში პასუხისმგებლობები მაქვს, ამიტომ პირველი გოლის გატანას მოუთმენლად ველოდი და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო.

მწვრთნელი გვთხოვს, რომ პოზიციებს დავუბრუნდეთ, რათა პრესინგი ვითამაშოთ და გუნდს დაცვაში დავეხმაროთ. თავდამსხმელებს პირველივე პასის ჩაშლას გვთხოვს, ამიტომ ვცდილობ პრესინგს. ძალისხმევას არ ვიშურებ, გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ. შეტევაში პოზიციონირებაზე ვარჯიშებზე ვმუშაობთ. ბევრს ვესაუბრები გარემარბებს, ვცდილობ, პოზიციები შევცვალო, ახლო ძელთან, შორეულ ძელთან თუ უფრო უკან. ამაზე ვარჯიშზე ვმუშაობთ და ამჯერად მატჩშიც გამოგვივიდა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755444873

ახალი ამბები

ბათუმში მცირეწლოვანს მატარებელმა ფეხზე გადაუარა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ე.წ. ბენზეს ტერიტორიაზე მატარებელმა მცირეწლოვან ბავშვს ფეხზე გადაუარა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილობრივი...

ლიანდაგი

1755443171

საზოგადოება

პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამ...

პროკურატურა

1755441974

მსოფლიო

ზელენსკი: ტერიტორიული საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ

უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიის დათმობა შეუძლებელია და ეს საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსე...

ზელენსკი

1755438943

საზოგადოება

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს....

პოლიტიკური პარტიებ

1755437211

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვემზადებით ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა საუბარი ლიდერების დონეზე, რათა დაზუსტდეს ყველა დეტალი

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრას ხვალ გამართავს. მასთან ერთად ტრამპმა მოლაპარაკებებზე ევროპის ლიდერებიც მიიწვია. შეხვედრაზე დასწრებ...

უკრაინის პრეზიდენტი