„მერე მოვიდნენ გამყიდველი ქართველები და როგორი სულგაყიდული საქმე ჰქნეს იცით?!“ - სოლომონ ნერგაძე
იტალიაში მოღვაწე ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი სოლომონ ნერგაძე, რომელიც ასევე შესანიშნავი პუბლიცისტია, სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო წერილს აქვეყნებს.
„აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ქვეყანა იყო ადამიანებო...
აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ქვეყანაა!...
დავივიწყოთ და მოვინელოთ?!
საით მივექანებით?
ბევრი წლის წინ ჩვენთან, ბაღდათში, ერთმა ჩვენმა ნათესავმა ბიჭმა, ძალიან მაგარმა ბიჭმა, სოხუმიდან მოტაცებული გოგონა მოგვაყენა სახლში - ცოლი მოვიყვანეო.
სვანები მოგვადგნენ მეორე დღეს.
მახსოვს, მამამ და ბაბუამ ბევრი იდავეს - ჯერ ეზოში რომ შემოეყვანათ და მერე გაშლილ სუფრასთან მიეპატიჟებინათ.
მაშინ, ბავშვს, მიკვირდა - აფხაზეთიდან გოგო მოიტაცა და სვანები რატომ მოგვადგნენ-მეთქი.
ვილისით იყვნენ. წელზე ყამები და ხანჯლები ეკიდათ.
გოგოს მამა გაჯიქებული იყო - გამომიყვანეთ, ჩემი შვილი მანახვეთ, თუ ნებით წამოჰყვა, მოვკლავ და მორჩებაო.
ბაბუამ გააჩერა - ან ეზოში შემობრძანდით და წყნარად დავილაპარაკოთ, ან ამოიღე მაგ ხანჯალი და დამკარი, გოგოს მე არ განახვებო.
წლების მერე ვკითხე ბაბუას - რომ ამოეღო და დაერტყა, რას შვებოდი-მეთქი?!
ბაბუ, არც სვანი და არც აფხაზი, არასოდეს უსამართლოდ ხანჯალს არ დაგარტყამს. მასზე ოდნავ უფროსი თუ ხარ, დამნაშავეც რომ იყო არაფრით ხანჯალს არ იხმარსო...
ორივე კუთხის ხალხს ვენაცვალე. სამივე კუთხის ხალხს ვენაცვალე და, რა ვქნათ, დავივიწყოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო?!
ახლა მე გეტყვით ერთ რამეს - ბარე ორს არ მოგეწონებათ, მარა სულ ფეხებზე მკიდია, მოგეწონებათ თუ არა:
სანამ "მონადირე" იდგა დალის ხეობაში სოხუმის თავზე დაკიდებულ დამოკლეს მახვილს ვერც აფხაზებმა შებედეს და ვერც რუსებმა.
ახლა კიდევ უფრო უარესს გეტყვით - აქაც სულ ფეხებზე მკიდია, ვინმეს გეწყინებათ თუ არა:
სანამ ის სვანი ბიჭები იყვნენ დალის ხეობაში, ემზარ კვიციანთან და მის ძმებთან, "მონადირის" იქედან გამოყვანაზე ან მის განიარაღებაზე სიტყვა არ დაუძრავთ არც აფხაზებს და არც რუსებს. ხელშეკრულება იყო დადებული და იცავდნენ.
მერე მოვიდნენ გამყიდველი ქართველები და როგორი სულგაყიდული საქმე ჰქნეს იცით?!
დალის ხეობა შეუერთეს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, გააუქმეს "მონადირე" და მოსაკლავად დევნა დაუწყეს ემზარ კვიციანს.
კვიციანმა აფხაზების დახმარებით, იმ აფხაზების, ვისაც გუშინ ებრძოდა, ვისაც დაღუპულ მეომრებს უცვლიდა, აფხაზეთის გავლით, დიდი მტრის მიწაზე გადავიდა. იმათ გუშინდელი მისი დაუძინებელი მტერი კი არ მოკლეს ან კი არ დაატყვევეს - შეიფარეს. შეიფარეს თავისი მოდგმის მიერ ოტებული, სასიკვდილოდ გამეტებული...
დავივიწყოთ დალის ხეობა?!...
თუ არა გვცალია?
თუ ახალი კომუნიზმის, ნატოს იდეაა დღეს მოდური?!...
დავივიწყოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო?!...
მე ვერ დავივიწყებ... ვისაც ვიცნობ ჩემს გარშემო, ჩემები, ვერასოდეს დაივიწყებენ...
არც ისე ცოტანი არიან, ვინც ვერ დაივიწყებს...
თქვენ რა მოგდით მანდ დედაქალაქში?!...
რას დაემგვანეთ, გინდა მთავრობაში და გინდა ტელევიზიაში ამძუვნებული აფთრები...
რას დაემგვანეთ?!...
თქვენ დავიწყებული გაქვთ - გინდათ დაგვავიწყოთ?!
დაკარით ცხვირი!...
სიძულვილით და ბოღმით გატენილი საზოგადოება გინდათ?!
გაიხარეთ, იზეიმეთ - მიაღწიეთ, გაქვთ!
არადა, დალის ხეობაში ვერც მტერმა შესუნა ვერასოდეს და ვერც დაუპატიჟებელმა მოყვარემ.
აფსუს!“ - წერს სოლომონ ნერგაძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „მეგონა ვნახავდი, რაფერ უხეთქავენ თავებს, რაფერ არიგებენ პროშუტოს“ - სოლომონ ნერგაძე
⭕ გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































