"კახეთიდან კოლონას მაჩალიკაშვილი მოუძღოდა, ახალგაზრდები ცოცხის ქნევით შემოიფარგლნენ, იცოდნენ შვილმკვდარ მამას ელაპარაკებოდნენ" - სოლომონ ნერგაძე
იტალიაში მოღვაწე, ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი სოლომონ ნერგაძე, "ფეისბუკში", თავისუფლების მოედანზე გამართულ "ნაცმოძრაობის" აქციას ეხმაურება.
"რომ არ ვთქვა, არ შემიძლია:
კახეთიდან მომავალ კოლონას მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუძღოდა თავისი მანქანით.
სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მასა და მათ წინააღმდეგ განწყობილ ახალგაზრდებს შორის.
მალხაზმა, ჩამოვალო, დაემუქრა ახალგაზრდებს.
ჩამოდიო, ახალგაზრდებმა.
ამის იქით საქმე არ წასულა - მ. მაჩალიკაშვილმა მანქანა დაძრა. ახალგაზრდებმა მანქანას მხოლოდ თვალი გააყოლეს და ხელის და ცოცხის ქნევით შემოიფარგლნენ.
ვერ დავმალავ, ნამდვილად მესიამოვნა. შიგნით, გულში მესიამოვნა. იცოდნენ ბიჭებმა, ნაციონალური მოძრაობს წევრს კი არა, შვილმკვდარ მამას ელაპარაკებოდნენ და ხელის და ცოცხების ქნევის იქით საქმე არ წასულა.
იგივე ბიჭებმა, სხვა მანქანას ცოცხები დაუშინეს.
მაგარი ბიჭები ხართ, ბიჭებო!
ყველაზე გლახა წუთებშიც კი არ კარგავთ კაცობას - ქართული თვისებაა ეგ!
დაგლოცოთ ღმერთმა.
მალხაზ, შენც სიმშვიდე და სიკეთე მოგცეს ღმერთმა, გაგიმარჯოს!
ღმერთმა ქვეყანა დაგვილოცოს, მეგობრებო!
P.S. ძალიან ვთხოვ ყველას, ვინც გამოხმაურებას დააპირებს, ნუ გააფუჭებს ამ განწყობილებას, რა!", - წერს სოლომონ ნერგაძე "ფეისბუკში".
"თავისუფლება მიშას" - ამ სახელწოდებით თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაცმოძრაობის" ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხეს. მან მხარდამჭერებს დიდი შერიგებისკენ მოუწოდა. აქციაზე შეკრებილებს, სპეციალურად დამზადებული სცენიდან, პარტიის ლიდერებმა, მერობის კანდიდატებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიმართეს. შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
1791052051
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით
„ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთ...
1791048650
ახალი ამბებიპრემიერი: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია
„დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...
1791046170
ახალი ამბებიპრემიერი: ბიზნესის რეკეტს ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი, არ არსებობდა ბიზნესის თავისუფლება, რაც ეკონომიკურ განვითარებასაც მძიმე კვალს აჩნევდა, სასამართლო და პროკურატურა ჩვეულებრივად სისხლიანი რეჟიმის ინსტრუმენტად იყო ქცეული
„ბიზნესის რეკეტი ჰქონდა არა მარტო სისტემური, არამედ ტოტალური ხასიათი. ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. საუბარი ზედმეტი იყო ბიზნესის თავისუფლებაზე“, - ამის შესახებ სა...
1791045203
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში
„დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...
1791043169
ახალი ამბებიცესკოს წარმომადგენელი: ვანში დაახლოებით 60% იყო აქტივობა, შესაძლებელია, რომ 20:00 საათამდე ეს აქტივობა კიდევ გაიზარდოს
ვანში პოზიცია უკვე დააფიქსირა რეგისტრირებული ამომრჩევლის 60%-მა. პროცესი მშვიდ ვითარებაში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგე...































