მეუფე გრიგოლი: ისტორია ხშირად მეორდება, მაგრამ მთავარი არის არა განმეორებითობა, არამედ გაკვეთილების გამოტანა, დასკვნების გაკეთებაა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და პარალელი 2008 წლის აგვისტოს ომზე გაავლო, როდესაც საქართველოს
"ჩვენ იმ ქალაქში ვიმყოფებით, რომლის თავზეც ცვიოდა ჭურვები, იყვნენ დაჭრილები და დახოცილები.
დღემდე აქტუალურია და პასუხს ითხოვს კითხვა:
რაში მდგომარეობდა (ან მდგომარეობს) საქართველოს ბრალეულობა?
ალბათ, მხოლოდ იმაში, რომ თავისუფლება სურდა!
დღეს ვხედავთ, რომ უკრაინა ასევე ვერ გადაურჩა რუსეთის აგრესიას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მისი მასირებული დაბომბვა, ფართო მასშტაბით ხორციელდება შეტევა მისი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
და რამდენი რამ ახლავს ამ უბედურებას?!
ეს ჩვენ გვიჩვენებს, რომ ერს, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონი გახდეს, მძიმე ფასის გადახდა უწევს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც არჩევენ თავისუფლებისთვის ბრძოლას, რადგან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თავისუფლება გზას უხსნის ადამიანთა ღვთივბოძებული შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივებს.
ისტორია ხშირად მეორდება, მაგრამ მთავარი არის არა განმეორებითობა, არამედ გაკვეთილების გამოტანა, დასკვნების გაკეთება, რაც ყველას მართებს, თითოეულ ადამიანს, თითოეულ ერს.
დღეს მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორი ძალადობა და აგრესია ხორციელდება იმისთვის, რომ უკრაინას, მის მოსახლეობას წაართვან მომავალი.
ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის ღირებულებათა ომი;
ვფიქრობ, დროა საბოლოოდ გამოვერკვეთ და თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს!
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ჩვენი სახელმწიფოს მომავალს", – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
სხვა სიახლეები:
🔳 ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინის დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს
🔳 მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ლევან წულაძე ხელმეორედ დაინიშნა
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...































