BBC: დამწვარი მანქანები და ჩამსხვრეული ვიტრინები პარიზის ქუჩებში - საფრანგეთში საპროტესტო აქციები არეულობასა და ძარცვაში გადაიზარდა

საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ძალადობაში გადაიზარდა, პოლიციამ დაახლოებით 1 800 ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები რამდენიმე დღეა, საწვავის ფასების ზრდას, ცხოვრების ხარჯების გაძვირებასა და სოციალური სერვისების, მათ შორის სკოლების, მდგომარეობის გაუარესებას აპროტესტებენ.

BBC-ის ცნობით, პარიზში, მარსელსა და სხვა ქალაქების ქუჩებში ამბოხებულთა ჯგუფებიც გამოვიდნენ. მათგან ზოგი შავებში იყო გამოწყობილი და ნიღბები ეკეთათ. ზოგიერთმა მათგანმა მანქანებსა და შენობებს ცეცხლი წაუკიდა. პარიზის ტროტუარებზე დაწესებულებათა ჩამსხვრეული ვიტრინები, დამწვარი ავტომობილები და ველოსიპედები, ასევე, მინის ნამსხვრევებისა და ნაგვის გროვები ეყარა.

აქციების დროს პარიზში, მარსელსა და ლილიში, ისევე, როგორც სხვა ტერიტორიებზე, მასობრივი ძარცვის ფაქტები დაფიქსირდა.

პარიზში მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დღის განმავლობაში ზოგიერთმა ჯგუფმა ქუჩაში ცეცხლი დაანთო და ავტომობილები გადაწვა. ხანძარმა სულ მცირე ერთი რესტორანი გაანადგურა. BBC-ის ცნობით, ჯგუფებს შორის შეტაკებებიც მოხდა.

მარსელში მომიტინგეები მერიის შენობაში შეიჭრნენ. მათ ლითონის ღობე კარის შესამტვრევ იარაღად გამოიყენეს. პოლიციის ცნობით, ქალაქ ლილიში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს „მაკდონალდსის“ რესტორანს, შეიჭრნენ ქალაქში მდებარე Apple-ის მაღაზიაში და გაძარცვეს.

პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ განაცხადა, რომ არეულობის დროს 150 პოლიციელი დაშავდა.

პარიზში მომიტინგეებმა სხვადასხვა დაწესებულების, მათ შორის Ralph Lauren-ის, Gucci-სა და Versace-ს მაღაზიების, ვიტრინები ჩაამსხვრიეს.

ლიონის მერმა გრეგორი დუსემ ქალაქის ტურისტული ოფისის დაწვას „ტრაგედია“ უწოდა. მან ფრანგულ მედიასაშუალება BFMTV-ს განუცხადა: „ეს გულს გვიკლავს, რადგან საუბარია ძალიან გამორჩეულ, ცნობილ ისტორიულ შენობაზე“.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, „მტრულად განწყობილმა პირებმა“ მეხანძრეებს ცეცხლის უსაფრთხოდ ჩაქრობაში ხელი შეუშალეს.

სახანძრო ბრიგადები ასევე ებრძოდნენ ხანძარს ლიმოჟის მერიის შენობაში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მერიის შენობა „უმეტესწილად განადგურებულია“.

„ველურმა ბრბომ“ „განზრახ“ გაუჩინა ცეცხლი 143 წლის შენობას“, - განაცხადა ოტ-ვიენის დეპარტამენტის პრეფექტმა მორის ბარატემ.

ქალაქ სენტ-ეტიენში მცირე ზომის ასაფეთქებელმა მოწყობილობამ ახალგაზრდა მამაკაცს „ხელი მოგლიჯა“, — განაცხადა სოციალურ ქსელში ქალაქის მერმა რეჟის ჟუანიკომ.

საფრანგეთის მასშტაბით, მათ შორის გრენობლში, ავინიონში, პოში, მონპელიესა და ვალანსში, შენობების დაზიანების შესახებ იუწყებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792327462

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას

​​დავით მათიკაშვილი ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის დუმილზე საუბრობს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციას თბილ...

დავით მათიკაშვილი

1792325947

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის დევნილი ვეტერანები 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინა...

გიორგი ჯინჭარაძ

1792324150

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რომ დადგნენ ახლა ანტისამთავრობო აქციაზე, ევრობიუროკრატია „დემოკრატიის მხარდაჭერად“ შეაფასებს?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის რიტორიკულ კითხვას სვამს - საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო...

ცოტნე ანანიძე

1792320471

საზოგადოება

შიო მესამე: ქრისტიანის სიყვარული ჩვეულებრივ სიყვარულს უნდა აღემატებოდეს და ყველა ადამიანზე უნდა ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც - ბოროტებას ბოროტებით არ უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ბოროტების წახალისებას

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე მიულოცა და სიყვარულზე იქადაგა. როგორც შიო მესამემ აღნიშნა, ადამიანი უნდა ეცადოს, რომ როგორც მოყვასი ისე მტერი უყვარდეს. ქადაგების დასრულების შ...

შიო მესამე

1792320032

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის

სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის, - ასე ეხმაურება საფრანგეთში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში აზიარებს 2025 წლის ფოტოს...

შალვა პაპუაშვილი